გავიხსენოთ რა ხდებოდა ზუგდიდში მერის არჩევნებზე და როგორ თავხედურად იქცეოდნენ ჟურნალისტები
admin
კარგად დასაქმებულთა პროტესტი
რატომ უნდა აწყობდნენ საპროტესტო აქციებს მხოლოდ უმუშევრები? რა, თქვენ გგონიათ კარგად დასაქმებულ მომუშავეებს ნაკლები პრობლემები აქვთ? აჰა, თავად უყურეთ და მოუსმინეთ მათ პრეტენზიებს.
რევოლუციის ბელადი მიშა მშვილდაძე
ფსიქიატრების დასკვნით, მიშა მშვილდაძეს პიროვნების გასამება სჭირს და საკუთრივ მშვილდაძის გარდა, მასში კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის სულები ჩასახლდნენ.
ნიკუშა შენ შეგვიწყალე
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ის ჩაიბარებს ბიძინასგან კაპიტულაციას, მაგრამ მოწყალე იქნება მის მიმართ.
არჩილ თალაკვაძემ თმა შეიღება
როგორც არასანდო წყაროები იუწყებიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თმა ღია რიჟა ფერზე შეიღება. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მისი იდეალი პოლიტიკაში თურმე არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტი ბორის ჯონსონი. ექსპერტები ამბობენ, რომ არჩილ თალაკვაძეს თმის ეს ფერი ძალიან უხდება და ვარაუდობენ რომ მალე ეს ლარის კურსზეც აისახება.
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ზე განაჩენი გამოიტანა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებების დარღვევას. რუსთავი2-ის მფლობელებს და დირრექტორს არ შეზღუდვიათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი არის სამართლიანი.
ბაია პატარაია – ბიძინა გაუმაძღარია
ქართველი გაქანებული ფემინისტების ერთ-ერთ ლიდერს ფსიქოპათიის მორიგმა შეტევამ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მოუარა. მან ბიძინა ივანიშვილს ღორი და გაუმაძღარი უწოდა, მაგრამ მთავარი მაინც პატარაიას ტონი და მანერები იყო.
გვარამიას პოსტსაბჭოთა სტრასბურგი
ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს პოსტსაბჭოთა გადმონაშთი უწოდა და მოსამართლეები გააკრიტიკა. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ისინი ბიძინამ მოისყიდა.