ირაკლი კობახიძე – „ამერიკამ საქართველოს მხარდასაჭერად ხმამაღალი დოკუმენტი გამოაქვეყნა“

ირაკლი კობახიძე – „ამერიკამ საქართველოს მხარდასაჭერად ხმამაღალი დოკუმენტი გამოაქვეყნა“

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან რუსი გავრილოვის სკანდალის გამო გადადგა, აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს „ხმამაღლა“ უჭერს მხარს. სწორედ ასე შეაფასა კობახიძემ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „ბილლი“ საქართველოს შესახებ. თუმცა, ფაქტია, რომ ამ დოკუმენტში ყველაზე „ხმამაღლა“ ოფიციალური თბილისისგან ლგბტ-ქიუ-თემის უფლებების დაცვას მოითხოვენ. ესეც რომ არა, საინტერესოა, რამდენი ასეთი „ხმამაღალი“ დოკუმენტი უნდა გამოაქვეყნოს ამერიკამ საქართველოს მხარდასაჭერად, რომ ეს მხარდაჭერა ბოლოს და ბოლოს ოკუპანტისაგან რეალურ, ქმედით დაცვაში გადაიზარდოს? საინტერესოა ისიც, ნეტავ, ყოველ ჯერზე რამდენად უფრო „ხმამაღალია“ ხოლმე ამერიკული მხარდაჭერა ამ 30 წლის განმავლობაში? წელიწადში მინიმუმ ორჯერ ანალოგიური დოკუმენტების მიღებისას, ძალიან უწევს ხოლმე ხმას მაღლა აშშ თუ ცოტათი? საინეტერესო განცხადება გააკეთა პარლამენტის ე.წ. „რეფორმების ჯგუფის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემაც. მისი თქმით, „საქართველო რომ დღეს დამოუკიდებელია, ამის გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს რუსეთის პირისპირ“ – ჩვენ მისი სიტყვების ზუსტი ციტირება შემოგთავაზეთ, ხოლო რა მოიაზრება ამ სრულიად უაზრო ფარაზაში, თუ ამოხსნით, ჩვენც გაგვაგებინეთ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.