პარლამენტის თავმჯდომარე ევროპულ მომენტს ელის

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპულ მომენტს ელის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილს თალაკვაძის განცხადებით, აუცილებლად მოვა ის პოლიტიკური მომენტი, როცხა საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის ისტორიული და მტკიცე

საქართველოს ევროინტეგრაცია თურმე “პოლიტიკურ მომენტებზეა” დამოკიდებული…

არჩევანი. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების კურსი არის ძალიან სწორად და კარგად განსაზღვრული ამ მიმართულებით. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ევროინტეგრაციის დღის წესრიგში. ჩვენ პასუხისმგებლობით ვასრულებთ იმ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმებს, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს დასახული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, იცავს ადამიანის უფლებებს, ატარებს რეფორმებს საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, ახორციელებს თავისი თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას და რაც მთავარია, მსოფლიოს არაერთ წერტილში საქართველო დგას პარტნიორებთან ერთად თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად.

„ვფიქრობთ, რეგიონში საქართველო არის დასავლეთის საიმედო პარტნიორი და ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც არის სათანადოდ დაფასებული. ჩვენ ერთად ვქმნით მომენტს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, რეფორმები, რომელსაც ვატარებთ, საზოგადოების მხარდაჭერა ამ კურსის მიმართ იქნება გადამწყვეტი ამ ამბიციური მიზნების შესრულებაში.

შვედეთი იქნება ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოს კიდევ უფრო აქტიურად და ხმამაღლა მოუყვება, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორია საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ოჯახი არის ევროპა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური მომენტი, როდესაც საქართველოს მიღება მოხდება ევროკავშირში, აუცილებლად შედგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *