ჟურნალისტი და ტელესცენარისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს იმ უამრავ მიზეზზე, რის გამოც დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ძალიან დაღლილია. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბრიჭიძე საამისო არაერთ მიზეზს ასახელებს და ეხება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე „ქართული ოცნების“ საზოგადოებისათვის ცნობილ წარმომადგენლებს.
მისი „ფეისბუქ-პოსტი“ სკაბრეზსაც შეიცავს და იგი ნორმალური ადამიანების ფსიქიკურ-მორალური დაღლის ერთ-ერთ

უმთავრეს მიზეზად ქვეყანაში „ნაბოზრების ბლატაობას“ ასახელებს.
პოსტში არაერთი ქართველი პოლიტიკოსის სახელი და გვარია მოხსენიებული, ხოლო მათი ჩამოთვლის შემდეგ გაბრიჭიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თემასაც ეხება.
„დავიღალე იმით, რომ თეა წულუკიანი, შოთაძე და მთელი სამართალდამცავი სისტემა რუსთავი2-მა კეზერაშვილმა და ახალიამ იხმარეს“ – წერს გია გაბრიჩიძე და თავის პოსტს კვლავ სკაბრეზული ფრაზით ამთავრებს.