„რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს სპეციალური ტიტულები მიანიჭეს

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს სპეციალური ტიტულები მიანიჭეს

მასე აბარავა

 

ორიოდე დღის წინ „ქართული ჟურნალისტიკის“ დღე აღინიშნა. როგორც გავიგეთ, ამ დღეს გამართულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონკურსზე – „ვაზელინიანი ბატის ფრთა“ – განსაკუთრებით გამორჩეული ქართველი ჟურნალისტები სამახსოვრო საჩუქრებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ნანუკა მიკროფონთან მიუშვეს, რაც გინდა თქვი, ოღონდ ჯერ ჩვენ გავალთო

ზოგიერთ მათგანს კი საგანგებო ტიტულებიც მიენიჭა და დღეის ამას იქით იკრძალება ამ ჟურნალისტების შესაბამისი ტიტულების გარეშე მოხსენიება.

მთავარი პრიზი – „რა გაღრიალებს 20 წელი შენი ხმა რომ არავის გაუგია“ – გადაეცა ზალიკო უდუმაშვილს.

წამახალისებელი პრიზი – „რუსთავი2 შენია, აბა, დათო დვალი ვინ ჩემი ფეხებია“ – დიანა ჯოჯუას გადასცეს.

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული იყო თენგიზ გოგოტიშვილი. როდესაც მას გადასცეს პრიზი – „მახვილგონიერი იდალგო ებრძვის რუსულ ქარის წისქვილებს“, თენგიზ გოგოტიშვილი მადლობის სიტყვების სათქმელად მიკროფონთან მივიდა და ყველაფერზე ილაპარაკა – „ნატოზე“, „ატლანტიკური სივრცის ყველაზე მაგრობაზე“, „ბავშვობაში ველოსიპედი მინდოდა და არ მყავდა“-ზე, „ჩემნაირი ჟურნალისტი ჯერ არ დაბადებულა“-ზე, და მხოლოდ მადლობის თქმა დაავიწყდა.

ნანუკა ჟორჟოლიანისთვის შესაფერისი პრიზი ვერც ერთმა ჟიურიმ ვერ მოიფიქრა და ამიტომ მას უბრალოდ რაღაცნაირად გაუღიმეს და მიკროფონთან მიუშვეს – რაც გინდა თქვი, ოღონდ ჯერ ჩვენ დარბაზიდან გავალთო.

მარინა ბერიძე თფილისთან ერთად იჯდა და ყველა მიხვდა, რომ მისთვის რა ჯილდოც არ უნდა გადაეცათ არ ადგებოდა. ამიტომ თავი დაანებეს.

და ბოლოს, რა თქმა უნდა სრულიად გამორჩეულად იქნა დაჯილდოებული ქართული ჟურნალსტიკის მშვენება, სიამაყე, მეფე და დედოფალი გიორგი გაბუნია.

მას გადაეცა ჯილდო ნომინაციაში – „ფეხებზე მკიდია, ოღონდ ბევრი გადამიხადეთ და რასაც გინდათ იმას ვიტყვი“.

პრინციპში, იგივე ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის უკლებლივ ყველა თანამშრომელი, მათ შორის ვანო ჯავახიშვილიც.

ღონისძიების დასასრულს, ნიკა გვარამიამ პირადად მიანიჭა გიორგი გაბუნიას და ზალიკო უდუმაშვილს „ზედმეტად დამოუკიდებელი და ძალიან თავისუფალი ჟურნალისტების“ ტიტული და განაცხადა რომ ვინც აწი მათ ამ ტიტულის გარეშე მოიხსნებიებს, იმას ნიკა გვარამია პირადად დაწყევლის და ქოქოლას დააყრის.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *