ბექა რამიშვილი – დიდგორის ომსა და საბჭოთა მენტალობაზე

admin

ცნობილი „პარტიზანი მებაღისა“ და 2012 წლამდე „იმ საქმის“ მკეთებელი ნატა ფერაძის ნათქვამმა – „ქართველებმა დიდგორის ბრძოლა წავაგეთო“ – დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელებში. რატომ, რა მიზეზით და ვის გამო „წავაგეთ“ ქართველებმა დიდგორი, ამის ვერსიები სოციალური ქსელების გახალისებულ მომხმარებლებს ბევრი აქვთ.

ერთ-ერთი ვერსია „ფეისბუქ“-მომხმარებელმა ბექა რამიშვილმაც წარმოადგინა. მისი პ

მრავალსაუკუნოვანი საბჭოთა მენტალიტეტი

ოსტის მიხედვით, დიდგორში ქართველებს არა „მოძმე და მეგობარი თურქები“, არამედ სელჩუკთა ფორმებში გადაცმული რუსები ებრძოდნენ, ხოლო  „სასტიკი დამარცხების“ მიზეზი ქართველებში ჯერ კიდევ ღრმად გამჯდარი და ვერდაძლეული „საბჭოთა მენტალიტეტი“ იყო.

ამ ირონიული „ფესიბუქ-პოსტით“ ავტორი დასცინის „ლიბერალთა“ იმ წარმოამადგენლებს, რომლებიც ზოგადად ყველაფერს სწორედ „საბჭოთა მენტალიტეტს“ აბრალებენ. აქვე ბექა რამიშვილი ნათია ფანჯიკიძის ცნობილ განცხადებასაც ეხმაურება და „ამტკიცებს“, რომ დიდგორზე „დამარცხების“ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ყოველმა მეორე ქართველმა მებრძოლმა კარგად იცოდა რუსული ენა! რუსულის არმცოდნე ქართველები აცულებლად მოუგებდნენ თურქებად გადაცმულ რუსებსო – “ამტკიცებს” ავტორი

ბექა რამიშვილის ამ პოსტმა „ფეისბუქ“-მომხმარებლები ძალიან გაახალისა.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ექიმები კუჭზე დიაგნოზს სვამენ - სკეტჩი

  ექიმების წყვილს როგორც იქნა პაციენტი ეღირსათ. ისინი, რა თქმა უნდა მის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. Facebook Comments

Subscribe US Now