ზურაბ ჯაფარიძემ თავდაცვის საიდუმლო ტაქტიკა შეიმუშავა

admin

ავტორი – ნეტა რამოწია

დაბოლილილი ჯარი – გამარჯვებული საქართველო!

აკი, სავსებით წარმოუდგენელია, რომ ისეთი პატრიოტები, როგორიც ზურაბ ჯაფარიძე და მისი მეგობრები არიან, რაიმე საზიანოს ფიქრობდნენ ჩვენი სამშობლოსთვის! არა! ეს დაუშვებელია! აბა, გაიხსენეთ, როგორ პატრიოტულ ლოზინგებს არეხვებენ ხოლმე ისინი, როდესაც სჭირდებათ! ამიტომ, ფაქტია, რომ „გირჩსა“ და ჯაფარიძეს რაღაც საიდუმლო ჩანაფიქრი აქვთ, რომლითაც უზრუნველჰყოფენ ჩვენი სამშობლოს მტრების დაბნევას, მორალურად გატეხვასა და საბოლოდ დამარცხებას!

სახელმწიფოსათვის მავნე და ძირგამომთხრელი ორგანიზაცია შესაბამისმა სტრუქტურებმა რომ უნდა გააუქმონ და გააუვნებელჰყონ – ეს აქსიომაა. ამიტომ, ჩვენს გულუბრყვილო კორესპონდენტს გაუჩნდა სრულიად ლოგიკური კითხვა – აქამდე რატომ არავინ სთხოვს პასუხს პოლიტიკურ და აწ უკვე რელიგიურ სექტას „გირჩს“, იმისათვის, რასაც ისინი ქართული სახელმწიფოს საზიანოდ აკეთებენ?

ჯერ იყო და, კანონის პირდაპირ დარღვევას, ანუ ტელეეთერში ნარკოტიკული ნივთიერების დათესვას რომ რეაგირება არ მოჰყვა. მერე ნარკოტიკის მიღების, ანუ „მარიხუანათი დაბოლების“ სარგებლიანობის რეკლამირებაზე ხმა არავინ ამოიღო შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. ჯერ ამითი გაკვირვება არ გვქონდა მონელებული და აგერ, უკვე „გირჩი“ ახალგაზრდებს მოუწოდებს თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურს!

მესმის, რომ ზოგიერთ აქვს არგუმენტი – „ახლა საქართველოში ჯარი ისეთია, რომ იქ ახალგაზრდის წასვლა დროის კარგვაა“-ო.

მაგრამ, საინტერესოა, რაც არ უნდა „ცუდი“ ჯარი ჰყავდეს ქვეყანას, ახალგაზრდის იქ წასვლას, „მარიხუანას“ ქაჩვა ჯობია?

ანუ, თუკი ჯარი „ცუდია“, არ სჯობს ამ ჯარის გაკარგება მოვითხოვოთ, ვიდრე ის, რომ ახალგაზრდებს ტელევიზიით საჯაროდ ვასწავლოთ როგორ უნდა იაფერისტოს და იშარლატანოს და თავი აარიდოს ჯარში სამსახურს? და ამის მერე კიდე ადგეს და ერთი კაი გვარიანად დაბოლდეს „მარიხუანით“?

უფრო გასაგებად ჩამოვაყალიბოთ:- მოთხოვნა რა უნდა იყოს? ქართულ ჯარში პირობების გაუმჯობესება და იქ ახალგაზრდების გამოწვრთნა სამშობლოს დაცვის მიზნით, თუ მათთვის აფერისტობის სწავლება და ახალგაზრდობაში ნარკოტიკის პროპაგანდა?

აი, სწორედ აქ ჩაავლო მთავარ მომენტს ჩვენმა ჩასაფრებულმა კორესპონდენტმა და ამოხსნა კიდეც ამოცანა!

აკი, სავსებით წარმოუდგენელია, რომ ისეთი პატრიოტები, როგორიც ზურაბ ჯაფარიძე და მისი მეგობრები არიან, რაიმე საზიანოს ფიქრობდნენ ჩვენი სამშობლოსთვის! არა! ეს დაუშვებელია! აბა, გაიხსენეთ, როგორ პატრიოტულ ლოზინგებს არეხვებენ ხოლმე ისინი, როდესაც სჭირდებათ!

ამიტომ, ფაქტია, რომ „გირჩსა“ და ჯაფარიძეს რაღაც საიდუმლო ჩანაფიქრი აქვთ, რომლითაც უზრუნველჰყოფენ ჩვენი სამშობლოს მტრების დაბნევას, მორალურად გატეხვასა და საბოლოდ დამარცხებას!

აბა, დაუკვირდით:- ფაქტია, რომ ჩვენ რაც არ უნდა გავწვრთნათ არმია, მსოფლიო სამხედრო ინდუსტრია უკვე იმ დონეზეა განვითრებული, ფეხებსაც ვერავის მოვჭამთ!

ამიტომ, რა თქმა უნდა, სჯობს დავთესოთ და მოვიყვანოთ დიდი რაოდენობით „სმეშნიაკი პლანი“, დავბოლდეთ ყველანი გადღლეზვამდე და მტერი რომ შემოვა ასე განგრეულ კაიფში მყოფებმა ავტეხოთ ისტერიული სიცილ-ხარხარი. გადავბჟირდეთ ბოლომდე! ჰოდა, ჩვენს ტერიტორიაზე უახლესი სამხედრო ტექნიკით შემოსული მტერი იფიქრებს – „ვაიმე! ამათ ჩვენი უახლესი ტანკები და რაკეტები სასაცილოდ არ ჰყოფნით, ჩვენი შეიარაღებული ძალების დანახვაზე  კვდებიან სიცილით, აშკარად დაგვცინიან, ეტყობა რაღაც ზე-საიდუმლო იარაღი აქვთ გადამალული და, ვაიმე! სანამ გამოიყენებენ იმ საიდუმლო იარაღს, დროზე, დავითესოთ აქედანო!“ – და კუდამოძუებულები გაიქცევიან!

აი, ასეთი ეფექტური სამხედრო სტრატეგია აქვს „გირჩს“ შემუშავებული, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო ზურაბ ჯაფარიძე ამას ჯერ-ჯერობით ხმამამღლა ვერ ამბობს, რათა მტრებმა არ მოჰკრან ყური…

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

მაგდა ანიკაშვილი გამრავლებისა და „ძინ-ძინის“ წინააღმდეგ

  კაცობრიობა ძალიან დიდი ხანი ფიქრობდა, ცობილ იტალიურ კომედიაში „სენიორ რობინზონი“, უკაცრიოელ კუნძულზე მოხვედრილი თანამედროვე „რობინზონ კრუზო“ და მისი ველური მეგობარი ქალი პარასკევა, რატომ ვერ აკეთებდნენ „ძინ-ძინს“. საბედნიეროდ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერით გასულმა ერთ-ერთმა გადაცემამ, სადაც საუბარი იყო დემოგრაფიულ პრობლემებზე, ყველაფერს ნათელი მოჰფინა. იხილეთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეომასალა. Facebook Comments

Subscribe US Now