
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მთავრობასაც და ოპოზიციასაც გორის რაიონში, სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლისკენ მოუწოდებს. ბაქარაძის განცხადებით, ახლა იქ უნდა იდგეს ყველა, ვისაც კი საქართველო თავის სამშობლოდ, რუსეთი კი მტრად მიაჩნია. თუმცა, გუგუტიანკარში ჩასვლის და იქ დგომის, მავთულხლართების გავლების უკვე მერამდენედ გაპროტესტების გარდა, კიდევ რა უნდა გააკეთოს და მოიმოქმედოს ან მთავრობამ და ან ოპოზიციამ, ამას დავით ბაქრაძე, რა თქმა უნდა ვეღარ აკონკრეტებს.
Facebook Comments