ირაკლი კობახიძე კომუნისტების დროს „მარშრუტკის“ მძღოლად მუშაობდა?!

admin

ფილარმონიის სცენიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოთქმულმა ფრაზებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. საუბარია ახლაგაზრდების მიერ მოწყობილ ობსტრუქციაზე, როდესაც ფილარმონიაში კონსტუტუციის განხილვა მიმდინარეობდა და ირაკლი კობახიძის საოცარ საპასუხო რეაქციაზე სტუდენტების მიმართ.

 

„ახალგაზრდა კომუნისტები“ „ვიაროთ ილიას გზით“ „არ არის თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში“ გაჰყვიროდა ირაკლი კობახიძე და ხელები და ნიკაპი უკანკალებდა.

დაგვეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს სიტყვებიც და საქციელიც ძალიან არაადეკვატური იყო. ამიტომ ჩვენი შებერტყილი კორესპონდენტი დაინტერესდა თუ რა იმალებოდა ირაკლი კობახიძის ასეთი არაადეკვატურობის მიღმა.

საბოლოოდ ჩვენმა დაჟინებულმა კორესპონდენტმა მიაღწია კიდეც მიზანს. კერძოდ, მან გაარკვია, რომ იმ ბნელ და დუხჭირ 90-ანებში პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარე, თავი რომ ერჩინა, თავისუფლების მოედანი-ბაგების ხაზზე, 196 ნომერ „მარშრუტკაზე“ მუშაობდა ჯერ დისპეტჩერად, შემდეგ კი მძღოლად.

როგორც ფსიქიატრი ექიმები ხსნიან, ირაკლი კობახიძემ როდესაც ერთბაშად ამდენი ხალხი დაინახა, მის მახსოვრობაში ამოტივტივდა ხალხით გადაჭედილი გაჩერებები, როგორ ეტენებოდა ხოლმე უტრანსპორტობით გაწამებული ხალხი მის „მარშრუტკაში“, რა ღრიანცელი იდგა და როგორ ჩამოათრიეს რამდენჯერმე გაქანებული „მარშრუტკიდან“ მგზავრებმა და როგორ გაიგდეს წიხლქვეშ. აი, ასეთმა მოგონებებმა თავისი გაიტანა და კობახიძემაც თავი ვეღარ აიყვანა ხელში.

ამავე მიზეზით აიხსნება მისი სრულიად არაადეკვატური ფრაზეოლოგიაც.

მოგეხსენებათ, მისი ხაზის მარშრუტი სწორედ თავისუფლების მოედნიდან იწყებოდა, იქ სადაც მაშინ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქცია იყო განთავსებული. შემდეგ ეს ხაზი ბაგებისკენ სწორედ ილია ჭავჭავაძის გამზირზე გადიოდა, სადაც სულ „პრობკა“ იყო. ამ დროს ირაკლის უნდოდა ხოლმე აექცია გზა და „მოკლეებზე“ გადასულიყო, მაგრამ მგაზვრები უყვიროდნენ – „არა! ილიას გზაზე იარე, ილიას გზაზეო!“ – აი, ამიტომ ჩარჩა მას გონე

ბაში ასე მწარედ ეს ფრაზა. ხოლო რაც შეეხება მესამე ფრაზას, ეს ყველაზე იოლი ასახსნელია – აკი, ხალხით გაძეძგილი „მარშრუტკის“ მძღოლი კობახიძე მთელი გზა, ყველა გაჩერებაზე ხამამაღლა გაჰყვიროდა – „ადგილი არ არის, ადგილი არ არისო!“

აი, ამ მოგონებების წამოტივტივებამ განაპირობა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფილარმონაიში ასეთი არაადეკვატური ფრაზების ყვირილი დაიწყო.

ასეთი მძიმე წარსული ჰქონია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორც ამბობენ, კულულებიც მას შემდეგ მოუშვა, რაც მარშრუტკის მძღოლობას თავი დაანება, „ნაცებს“ ტრაკში შეუძვრა და უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა. „მარშრუტკის“ მძღოლობის დროს, მას თავი სულ გადახოტრილი ჰქონდა, იმის შიშით რომ მგზავრებს თმით არ ეთრიათ. ამან გამოიწვია გრძელი თმის ნოსტალგია და როგორც კი „კულულამ“ იგრძნო, თმით აღარავინ მითრევსიო, ეგრევე თმა მოუშვა…

თუმცა, როგორც ფილარმონიიის მოვლენებმა აჩვენა, ეს საშიშროება ჯერ ბოლომდე ჩავლილიც არ არის…

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ნიკა გვარამია კონცენტრაციას კარგავს!

პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის კონცწენტრაციას კარგავს და ბიძინა ივანიშვილისგან კაპიტულაციას ჩაიბარებს. მის ამ და სხვა ბოდვებზე განმარტებები ფსიქიატრებმა გააკეთეს. Facebook Comments

Subscribe US Now