ივანიშვილს 90-ანი წლების დაბრუნების გეგმა აღმოუჩინეს

admin

ჩვენი წყარო მიჰყვა გულის ხმას და ფურცელი კრძალვით გაშალა, წაკითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ უსულოდ ჩაიკეცა და გონება დაკარგა.

როგორც მისი გამოფხიზლების შემდეგ გახდა ცნობილი, ფურცელი, რომელიც მან იპოვა, ივანიშვილის გეგმა იყო და ის სავარაუდოდ შემთხვევით, ფანჯრიდან გადმოუვარდა მის პატარა ვაჟს.

აი რა გეგმები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს:

ეს არის სკანდალი,  რომელიც ადასტურებს, რომ ივანიშვილი 90 იანი წლების დაბრუნებას აპირებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ჩ

ბიძინა აპირებს მწვანე და წითელი “ტურბო კერასინკების” დიდი პარტიის შემოტანას

ვენმა ფარულმა წყარომ, ყოფილი პრემიერის რეზიდენციის კართან უპატრონოდ მიკუჭული ქაღალდი აღმოაჩინა და ის ის იყო, ნაგავში უნდა გადაეგდო, რომ რაღაც არაამქვეყნიურმა ხმამ მიაძახა – „ააარ გადააგდო, წაიკითხეეო“

ჩვენი წყარო მიჰყვა გულის ხმას და ფურცელი კრძალვით გაშალა, წაკითხვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ უსულოდ ჩაიკეცა და გონება დაკარგა.

როგორც მისი გამოფხიზლების შემდეგ გახდა ცნობილი, ფურცელი, რომელიც მან იპოვა, ივანიშვილის გეგმა იყო და ის სავარაუდოდ შემთხვევით, ფანჯრიდან გადმოუვარდა მის პატარა ვაჟს.

აი რა გეგმები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს:

უნდა აიკრძალოს გერმანული მანქანების შემოყვანა და მხოლოდ „ტრიციტაძინები“ უნდა შემოვიყვანოთ. მაღაზებზე უნდა აიკრძალოს ქართულად და ლათინურად წერა და დაიწერება მხოლოდ რუსულად.

აიკრძალება  „დანქინ დონატები“  და დასააშვები იქნება მხოლოდ ჩებურეკები, „პონჩიკები“ და „პრიანიკები“.

კანონით განისაზღვრება, რომ ღვეზელს ყველამ „პერაშკი“ უნდა დაუძახოს, კარტოფილს – „კარტოშკა“, შაქარს – „პესოკი“, საწოლს – „კრაოტი“, მიკროავტობუსს – „მარშუტკა“.

დღისით გაითიშება დენი და საღამოს 9 საათამდე არ მოვა, და როცა მოვა ყველა აყვირდება – „ურააააა!“.

გაზი გაითიშება, ნავთის რიგები დადგება,  დაბრუნდება „ლაზის“ ავტობუსები და ისევ აბობოქრდება „პერეხადნოი“ ხიდი.

მიცვალებულებს ისევ „პაზის“ ავტობუსებით გაასვენებენ, ტელევიზიაში დაბრუნდებიან მარკ რივკინი, ჯულიეტა ვაშაყმაძე და ლია მიქაძე.

„მოამბე“ გაუქმდება და მის ნაცვლად ეთერში „ვრემია“ გავა, ანძაზე ივანიშვილის კიდევ ერთი რეზიდენცია გაიხსნება, ხოლო სატელევიზიო სიგნალს „ოსტანკინო“ გადმოსცემს.

თავისუფლების მოედანზე აღდგება ლენინის ძეგლი და მას დაემატება ელცინის ქანდაკება.

ნარკოტიკი „კრაკადილი“ უფასოდ დარიგდება სკოლებში, ეკრანზე დაბრუნდებიან „ხრიუშა“ და „კარკუშა“.

თბილისში გაიხსნება ნატაშა კარალიოვას და ალა პუგაჩოვას სიმღერის წრეები.

იოსიფ კობზონი ქართულ ესტრადას ჩაიბარებს. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ისევ „რაფები“ ჩაანაცვლებს, ტროლეიბუსები და ტრამვაი აგუგუნდება და ბილეთი სამი კაპიკი ეღირება.

დედაქალაქში საკომისიო მაღაზიები დაბრუნდება, დაგეგმილია „ლასკოვი მაის“ გრანდიოზული კონცერტი ფილარმონიაში.

დაბრუნდება ლოტოსის სარეცხის „პარაშოკები“, „კრიაკრიას“ შამპუნები და „დურუ“-ს თურქული საპნები. ასევე, „ბომბიბომბი“-ს კევები და „ტატბოლი“-ს შოკოლადები.  მომავალი თაობა ისევ „ლოვე“-ს კევებს გაბერავს და „ნაკლეიკებს“ მაცივარზე მიაკრობს. ისევ პოპულარული გახდება ფერადი „შპილკებით“ და გასროლილი ტყვიებით თამაში.

იგეგმება „სუპერ მარიო“-ს გრანდიოზული დაბრუნება. საზოგადოებრივი არხი ტელესერიალ „ველური გულის“ და „კასანდრას“ გამეორებას დაიწყებს, ხოლო რუსთავი 2-ზე „ბლანკოს ქვრივი“ დაბრუნდება. „ჯიდიესი“ სერიალ „სანტა-ბარბარას“ განმეორებით ჩვენებას დაიწყებს, ხოლო დაუსრულებელ სერიებს თავად გადაიღებს.

კინოთეატრებში დიაფილმების აპარატები დაბრუნდება, მაღაზიებში „იუპი“-ს და „ინვაიტი“-ს წვენების დიდი პარტიის შემოტანა იგეგმება.

წყაროს ცნობით, უკვე გამზადებულია მწვანე და წითელი „კერასინკები“, რომელიც  საჭირო დროს შემოვა ქვეყანაში.

ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ჩვენმა ფარულმა წყარომ ქაღალდზე დაწერილი აღმოაჩინა.

თუმცა, ამ ფურცლის არსებობა უკვე შეიტყვეს ნუგზარ წიკლაურმა, გიგა ნასარიძემ, ნიკა გვარამიამ, დეფიმ და სხვა თავდადებულმა მამულიშვი

ლებმა და  ფიცი დადეს, რომ ურჩხულ ოლიგარქს ამ შავბნელი გეგმის განხორციელების საშუიელბას არმისცემენ!

ერი გადარჩა! საქართველოს 90-იანიზაცია შეჩერებულია.. იხარე ერო, მოკვდი მტერო!

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გიორგი გაბუნიას ძეგლს უდგამენ!

დღეს ინტერნეტით გავრცელდა სენსაციური ვიდეო.! როგორც ცნობილი გახდა გიორგი გაბუნიას სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამენ. ამ ვიდეოზე გაბუნია საკუთარი ძეგლის ესკიზთან არის გადაღებული! Facebook Comments

Subscribe US Now