აქციის მონაწსტუდენტების გულწრფელი პროტესტი”. სინამდვილეში კი საქართველოს პარლამენტის შენობას აშკარად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და აქტივისტები უტევდნენ. მათ შორის ზოგი ახალი სახელწოდების პარტიის წევრი, მაგრამ მაინც “ნაცი”. ხომ ვერ გვეტყვით, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკა მელია და სხვები რომელი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან?
ფოტო-შოუ
მიშა მშვილდაძე, ანუ ვლადიმერ ლენინი
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საზოგადოებამ მიხელ მშვილდაძე უკვე ვლადიმერ ულიანოვს გაუთანაბრა. როგორც ამბობენ, მიშა “იმ მიშასაც” კი სჯობნის რევოლუციების დაგეგმვა-მოწყობაში და მისგან პირდაპირ ლენინის დონის რევოლუციონერი იძერწება. სხვათა შორის, მასაც ლენინივით უყვარს თურმე ბავშვები, სწავლა და მურაბა… აჰ, უი, თუ ეგ უკვე კარლსონი იყო…
სად შევა დღეიდან გუბაზ სანიკიძის ეტლი?
იმ ფაქტის შეტყობის შემდეგ, რაც გუბაზ სანიკიძე ოფიციალურად გახდა ნიკა გვარამიას დამცველი, მეგობარი და თანამოაზრე, ადამიანები კი არა ვარსკვლავებიც კი გამოშტერდნენ. ცნობილი ასტოროლოგი მიხეილ ცაგარელი კი, გუბაზ სანიკიძის ეტლს ქათმის თანავარსკვლავედში შესვლას უწინასწარმეტყველებს.
ჩეგევარას საპატივცემულოდ თაკო გვარს გადაიკეთებს
გავრცელდა ცნობა, რმ მას შემდეგ, რაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა, თაკო ჩარკვიანი აპირებს გვარიც გადაიკეთოს ცნობილი რევოლუცინერის ერნესტო ჩე გევარას საპატივცემულოდ
ირაკლი ოქრუაშვილმა ძერაც მოკლა!
არასანდო წყაროების ცნობით, ქართულ კინოფილმ “ჭრიჭინაში” სინამდვილეში ძერას ირაკლი ოქრუაშვილი ჰკლავს. ოქრუაშვილის განცხადებით, ძერის მოკვლა მოგვიანებით მიითვისეს სხვებმა, რადგან ირაკლის არ უყვარს ხალხში ტრაბახი და მუდამ მორიდებულია.
როგორი იქნება თაკო ჩარკვიანის რევოლუცია
თაკო ჩარკვიანმა საქართველოში მასობრივი არეულობები და რევოლუცია დააანონსა. ჩარკვიანის განცხადებით ტყვია მიზანში მოსახვედრია და ის პირადად ჩაუდგება სათავეში რევოლუციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
რევოლუციის ბელადი მიშა მშვილდაძე
ფსიქიატრების დასკვნით, მიშა მშვილდაძეს პიროვნების გასამება სჭირს და საკუთრივ მშვილდაძის გარდა, მასში კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის სულები ჩასახლდნენ.