ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

აქტუალური ვიდეო

ივნ. 01, 2017
3678
A+/A-
ვლადიმერ პუტინს ქართული სიმღერა „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ დააკვრევინეს
ავტორი:

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო-შარჟი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი როიალს უზის და პეტრე გრუზინსკის ტექსტით შექმნილი ბიძინა კვერნაძის ცნობილი „ქურდული სიმღერის“ მოტივებს უკრავს.

ვიდეო, ტექნიკურად იმდენად კარგად არის შესრულებული, მაყურებელი ვერც კი გაარჩევს, რომ სინამდვილეში ეს მონტაჟია.

რეალურად, რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე მოულოდნელად მართლაც მიუჯდა როიალს, მაგრამ „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ ნამდვილად არ დაუკრავს. ვლადიმერ პუტინმა კლასიკური მუსიკის ფრაგმენტები დაუკრა. მართალია, მსმენელისა და მაყურებლისთვის ესეც დიდი სიურპრიზი იყო, მაგრამ ვიდეოხულიგნებმა რატომღაც, მაინც გადაწყვიტეს, პუტინისთვის ქართული ფილმის „განაჩენის“ კრიმინალური სამყაროსთვის საყვარელი საუნდ-ტრეკი „დაეკვრევინებინათ“. ვიდეომ დიდი ხმაური გამოიწვია, თუმცა ყველაფერს ნათელი მისი ორიგინალური ვერსიის გამოქვეყნებამ მოჰფინა.




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა