ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 31, 2017
3465
A+/A-
გიორგი კვირიკაშვილი:- საქართველოს დროშასა და გერბზე „ნატოს“ თემატიკა უნდა ავსახოთ
ავტორი: ველოდი რახანია

ხუთჯვრიანი დროშა გადაიქცევა ერთჯვრიან-ოთხვარსკვლავიან დროშად. რაც გულისხმობს იმას, რომ ოთხი მცირე ჯვრის ნაცვლად დროშაზე ოთხი მცირე ნატოს ვარსკვლავი იქნება. გარდა ამისა საქართველოს გერბი შეიცვლება


საქართველოში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რომელიც 26 მაისიდან 29 მაისამდე გრძელდებოდა. იმის გამო, რომ საქართველოს ამხელა პატივი დასდეს და ჩამოვიდნენ, როგორც ჩვენმა ძალიან სანდო წყარომ შეგვატყობინა, პარლამენტი აპირებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ეს გადაწყვეტილება პარლამენტში ერთსულოვნად მიიღეს და ყველა არავის წინააღმდეგ კანონი სულ მალე დამტკიცდება. ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაგებად, გადავწყვიტეთ თავად პრემიერს ვწვეოდით.

როდესაც გიორგი კვირიკაშვილის სახლს მივადექით, თავიდან ვერ დავინახეთ, რადგან მთელი სახლი ლურჯად იყო გადაღებილი, შემდეგ კი ზარი დავრეკეთ. ზარის ხმაც უცნაურად მოგვეჩვენა, რადგან ძალიან ჰგავდა აშშ-ს ჰიმნს, თუმცა არც ამას მივაქციეთ ყურადღება. ამის შემდეგ კი კარი რატომღაც წელსზევით შიშველმა კობა ხაბაზმა გაგვიღო და შინ შეგვიპატიჟა. აქ კი წარმოუდგენელი სცენა დაგვხვდა. მთელი პარლამენტი ბატონი პრემიერის სახლში იყო შეკრებილი და ქეიფობდა. „ფართის“ სტილში იყო გართობა, იქვე ლურჯად შეღებილი გიორგი კვირიკაშვილიც ჩანდა, რომელიც მაგიდაზე ამხედრებულიყო და ნატოს ვარსკვლავით დამშვენებული სასმისით, წარმოიდგინეთ და ნატოს სადღეგრძელოს ამბობდა.

საბოლოოდ შევძელით გიორგი კვირიკაშვილის სასმლიდან მოწყვეტა და მისგან ინტერვიუს ჩაწერას შევუდექით:

  -ბატონო პრემიერო, შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში?

  -რა თქმა უნდა გეტყვით. ეს არის საამაყო დღე, რომლითაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ. უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებზე. პირველი ცვლილებაა ის, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა გადაიქცევა ერთჯვრიან-ოთხვარსკვლავიან დროშად. რაც გულისხმობს იმას, რომ ოთხი მცირე ჯვრის ნაცვლად დროშაზე ოთხი მცირე ნატოს ვარსკვლავი იქნება. გარდა ამისა საქართველოს გერბი შეიცვლება. ძველ გერბზე , ფარს ლომები იჭერდნენ, ახლა კი მას ორი სტოლტენბერგი დაიჭერს. ასევე საქართველოს პრეზიდენტის მაგივრად სტოლტენბერგს დავნიშნავთ რომ ვეტოები გვადოს ხოლმე. ყველაფერთან ერთად ყოველ 30 მაისს დაბადებულებს ,განურჩევლად სქესისა ნატო უნდა დაერქვათ , 29 მაისი კი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება. ასევე ყველას დაევალება სახალხო ფლეშ-მობზე გამოსვლა და აღტკინებით „ვაშა ვაშა ნატო ნატო“-ს ძახილი.

სავარაუდოდ პრემიერმა კიდევ ბევრი რამ შეცვალა საქართველოს კონსტიტუციაში, თუმცა თვალი მაინც ალკოჰოლისკენ მიურბოდა, ამიტომ ჩვენც დავინდეთ კვირიკაშვილი და ინტერვიუც აქ დავასრულეთ.




სპირიდონი
06/01 03:08
ქართული ლექსიკაც ნელ-ნელა გარდავქმნათ ნატოს სტანდარტრბის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ვნატრობთ ნატოში შესვლას და ეს ნატვრა უსასრულოდ გაგრძელდება, „ნატვრას“ ნაცვლად ვიხმაროთ ხოლმე „ნატო“, შესაბამისად სა-ნატრ-ელიც გახდება „სა-ნატო-ელი“
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა