ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 23, 2017
3738
A+/A-
არიან თუ არა თაკო გაჩეჩილაძე და ანრი ჯოხაძე მსოფლიო დონის მომღერალი და კომპოზიტორი?
ავტორი: ნეტა რამოწია

რა მექნა არ ვიცოდი. უცებ მომაფიქრდა, რომ თავად მსოფლიო დონეს შევხვედროდი და მეკითხა, მისი მომღერალია თაკო გაჩეჩილაძე, თუ არა. მე მასთან შეხვედრა მოვახერხე და ინტერვიუც ჩავწერე.
 


ქართული „შოუ-ბიზნესის“ ვარსკვლავებში ახალი საჭირბოროტო თემა გაჩნდა. თაკო გაჩეჩილაძემ „ევროვიზიაზე“ მოულოდნელად ჩაფლავდა. მიხედავად ამისა, ანრი ჯოხაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით განაცხადა, რომ თაკო გაჩეჩილაძე მსოფლიო დონის მომღერალია, მისი წარუმატებლობის მიზეზად კი „ევროვიზიის“ პოლიტიკური „ქვეტესტქები“ დაასახელა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური კატაკლიზმები გახდა ქართველი მომღერლის „ევროჩაფლავების“ მიზეზი, მაგრამ იმან, არის თუ არა თაკო გაჩეჩილაძე მართლაც მსოფლიო დონის მომღერალი, ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, ეს ამბავი. ჰო, მართლა, მოგეხსენებათ „ევროვიზიაზე“ მომღერალი „თამარა“ სწორედ ანრი ჯოხაძის დაწერილი მუსიკით იყო წასული და ამიტომ მას მედია გამუდმებით „კომპოზიტორის“ ტიტულით მოიხსენიებდა. შესაბამისად, იმის გარკვევაც ძალიან მინდოდა არის თუ არა ანრი ჯოხაძე მსოფლიო დონის კომპოზიტორი?

 ჯერ ანრი ჯოხაძესთან მივედი, სადაც ჟურნალისტების რიგი იდგა. ჩავეწერე კიდეც, მაგრამ მასთან შეხვედრა მხოლოდ 4 თვის შემდეგ მოხერხდება. ანრი ჯოხაძესთან ვერშეხვედრის შემდეგ, მე გადავწყვიტე, რომ თაკო გაჩეჩილაძეს შევხვედროდი. მასთან შეხვედრა მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ ისეთი სისულელეები გველაპარაკა, რომ აქ დაწერადაც კი არ ღირს. რა მექნა არ ვიცოდი. უცებ მომაფიქრდა, რომ თავად მსოფლიო დონეს შევხვედროდი და მეკითხა, მისი მომღერალია თაკო გაჩეჩილაძე, თუ არა. მე მასთან შეხვედრა მოვახერხე და ინტერვიუც ჩავწერე.
-გამარჯობა, ბატონო მსოფლიო დონე.
-გაგიმარჯოს.
-როგორ ბრძანდებით?
-რავიცი, არა მიშავს, თავად როგორ გიკითხოთ?
-რავიცი, მეც ნორმალურად. ოჯახში ხომ კარგად ხართ?
-კიი, კი. ბებია ცოტა ავადმყოფობს, მაგრამ მალე გაუვლის იმედია. თქვენსკენ?
-რავიცი, ჩემსკენ ყველაფერი ძველებურადაა.
-მოიცა კაცო, ჯერ ცოლი არ მოგიყვანია?
-აარა, ჯერ რა დროს ჩემი ცოლია. ვსწავლობ, ვმუშაობ ...
-შეყვარებულიც არ გყავს?
-ააჰ, არა, არ მყავს. თქვენი ცოლი ხომ კარგადაა?
-კიი, ჩემს ცოლს არაუშავს, მესამეზეა ახლა ორსულად.
-უი მართლაა? გილოცავთ! ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?
-არ ვიცი, სიურპრიზად ვიტოვებთ მაგას.
-ვაა, კარგიაა, კარგი ...
-უი, მართლა, მითხარი აბა, რაზე მოხვედი, რაღაც საქმე მაქვსო ...
-უი, ჰო. დამავიწყდა სულ. რა მაინტერესებს იცით, თაკო გაჩეჩილაძე თქვენი მომღერალია?
-ნწუ.
ამ გამოძიების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რომ თაკო გაჩეჩილაძე მსოფლიო დონის მომღერალი არ ყოფილა... ხოლო ანრი ჯოხაძის შესახებ კითხვა საერთოდაც დამავიწყდა. მკითხველს ვპირდები, რომ როგორც კი კიდევ ერთხელ მომეცემა მსოფლიო დონესთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამასაც აუცილებლად გავარკვევ.




უძახე შენ მსოფლიო დონე:)
06/03 12:03
ყვირილელი
ირაკლი
05/24 19:10
კაი როჟა ყოფილა მსოფლიო დონე ))
ნათელა-ს
05/24 16:49
აბა, აბა! სპეციალური გამოძიება ჩასატარებელი რატომ დაიბოღმნენ და რატომ ჩააქრეს მსოფლიო ვარსკკვლავი თამარა და მისი გენიოსი კომპოზიტორი ანრი ბოროტმა ევროვიზიელებმა, პუტინის ხელი ურევია აშკარად :))))))))))) რა გეშველებათ გემოვნებაში?
ნათელა
05/24 13:41
simgera da Sesrulebac iyo magali donis,iseti ,rogorc eladreboda evrovizias.aq sxva ramesia saqme,romelic kargad unda iqnes Sheswavlili da gaanalizebu;i
manana
05/24 09:10
miuxedavad imisa, rom anri martlac nichieri adamiania, msoplio donis kompozitorebze da momgerlebze, me cota sxva azris var.
ყვირილელი
05/24 06:36
უძახე შენ მსოფლიო დონე:)
ვაიმეე ვაიმეეეე
05/24 03:13
ანრი არის მსოფლიო დონის ინტრიგანი)))))))
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა