ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 17, 2017
27132
A+/A-
სკანდალი! - ირაკლი კობახიძე კომუნისტების დროს „მარშრუტკის“ მძღოლად მუშაობდა?!
ავტორი: ცირა სკანდალია

აი, ამ მოგონებების წამოტივტივებამ განაპირობა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფილარმონაიში ასეთი არაადეკვატური ფრაზების ყვირილი დაიწყო. ასეთი მძიმე წარსული ჰქონია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორც ამბობენ, კულულებიც მას შემდეგ მოუშვა, რაც მარშრუტკის მძღოლობას თავი დაანება, „ნაცებს“ ტრაკში შეუძვრა და უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა


ფილარმონიის სცენიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოთქმულმა ფრაზებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. საუბარია ახლაგაზრდების მიერ მოწყობილ ობსტრუქციაზე, როდესაც ფილარმონიაში კონსტუტუციის განხილვა მიმდინარეობდა და ირაკლი კობახიძის საოცარ საპასუხო რეაქციაზე სტუდენტების მიმართ.

„ახალგაზრდა კომუნისტები“ „ვიაროთ ილიას გზით“ „არ არის თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში“ გაჰყვიროდა ირაკლი კობახიძე და ხელები და ნიკაპი უკანკალებდა.

დაგვეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს სიტყვებიც და საქციელიც ძალიან არაადეკვატური იყო. ამიტომ ჩვენი შებერტყილი კორესპონდენტი დაინტერესდა თუ რა იმალებოდა ირაკლი კობახიძის ასეთი არაადეკვატურობის მიღმა.

საბოლოოდ ჩვენმა დაჟინებულმა კორესპონდენტმა მიაღწია კიდეც მიზანს. კერძოდ, მან გაარკვია, რომ იმ ბნელ და დუხჭირ 90-ანებში პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარე, თავი რომ ერჩინა, თავისუფლების მოედანი-ბაგების ხაზზე, 196 ნომერ „მარშრუტკაზე“ მუშაობდა ჯერ დისპეტჩერად, შემდეგ კი მძღოლად.

როგორც ფსიქიატრი ექიმები ხსნიან, ირაკლი კობახიძემ როდესაც ერთბაშად ამდენი ხალხი დაინახა, მის მახსოვრობაში ამოტივტივდა ხალხით გადაჭედილი გაჩერებები, როგორ ეტენებოდა ხოლმე უტრანსპორტობით გაწამებული ხალხი მის „მარშრუტკაში“, რა ღრიანცელი იდგა და როგორ ჩამოათრიეს რამდენჯერმე გაქანებული „მარშრუტკიდან“ მგზავრებმა და როგორ გაიგდეს წიხლქვეშ. აი, ასეთმა მოგონებებმა თავისი გაიტანა და კობახიძემაც თავი ვეღარ აიყვანა ხელში.

ამავე მიზეზით აიხსნება მისი სრულიად არაადეკვატური ფრაზეოლოგიაც.

მოგეხსენებათ, მისი ხაზის მარშრუტი სწორედ თავისუფლების მოედნიდან იწყებოდა, იქ სადაც მაშინ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქცია იყო განთავსებული. შემდეგ ეს ხაზი ბაგებისკენ სწორედ ილია ჭავჭავაძის გამზირზე გადიოდა, სადაც სულ „პრობკა“ იყო. ამ დროს ირაკლის უნდოდა ხოლმე აექცია გზა და „მოკლეებზე“ გადასულიყო, მაგრამ მგაზვრები უყვიროდნენ - „არა! ილიას გზაზე იარე, ილიას გზაზეო!“ - აი, ამიტომ ჩარჩა მას გონებაში ასე მწარედ ეს ფრაზა. ხოლო რაც შეეხება მესამე ფრაზას, ეს ყველაზე იოლი ასახსნელია - აკი, ხალხით გაძეძგილი „მარშრუტკის“ მძღოლი კობახიძე მთელი გზა, ყველა გაჩერებაზე ხამამაღლა გაჰყვიროდა - „ადგილი არ არის, ადგილი არ არისო!“

აი, ამ მოგონებების წამოტივტივებამ განაპირობა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფილარმონაიში ასეთი არაადეკვატური ფრაზების ყვირილი დაიწყო.

ასეთი მძიმე წარსული ჰქონია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს და როგორც ამბობენ, კულულებიც მას შემდეგ მოუშვა, რაც მარშრუტკის მძღოლობას თავი დაანება, „ნაცებს“ ტრაკში შეუძვრა და უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა. „მარშრუტკის“ მძღოლობის დროს, მას თავი სულ გადახოტრილი ჰქონდა, იმის შიშით რომ მგზავრებს თმით არ ეთრიათ. ამან გამოიწვია გრძელი თმის ნოსტალგია და როგორც კი „კულულამ“ იგრძნო, თმით აღარავინ მითრევსიო, ეგრევე თმა მოუშვა...

თუმცა, როგორც ფილარმონიიის მოვლენებმა აჩვენა, ეს საშიშროება ჯერ ბოლომდე ჩავლილიც არ არის...




Misha
05/19 10:20
Egrekonkretulad arsadweria rom marshutkis mzgoli iyomagram titqosda dascinian tips
Misha
05/19 10:17
Arcerti mtavroba mainreresebs magram nagdad artexavs mzgolad mushaoba...
ლაშა
05/18 13:58
ვამპირია ეგ ტიპი თუ 28 წლის წინ მარშუტკაზე რანაირად მუშაობდა? რამდენი წლისაა ეხლა?
ვინ
05/18 06:54
ხალხო, კითხვა არ იცით? თუ ინტელექტი არ გყოფნით რომ მიხვდეთ " ბლეფნიუსი" რას ნიშნავს? ბეყეებო!
Tamta
05/17 17:34
Unishoba kvelaze sashishi iaragia om adamianis xelshi visac e.c. zalaufleba gaashnia...cesit iumoritve unda damecera shemi azri magram ver shevzeli..imdenad savalalo mdgomareobashia shveni qvekana asetebis gamoisobit.vegar moaxerxa frazrologiis daxveca
giorgi
05/17 13:10
მარშრუტკის მძღოლობა როდის მერე გახდა დასაცინი საქმე? გია კობახიძეს მე მგონი იმ Sავბნელ 90 იანებშიც ექნებოდა უნარი ოჯახი ერჩინა და თუ 18 წლის ყმაწვილი მძღოლად მუშაობდა დასაცინი რა აქვს? რა უნდა ექნა? კიევში კაგებეს სკოლაში უნდა წასულიყო სასწავლებლად?
გიული ჯარიაშვილი
05/17 11:07
გენიოსი ხარ ბაკურ! ძაან ვიხალისე,თუმცა ერთობ სერიოზული თემაა! მართლა სერიოზულადაა საქმე მის ვარცხნილობასთან დაკავშირებით! ძალიან რომ ბაძავენ და "უძვრებიან" ევროპა-ამერიკას, რომელ პარლამენტში ან სენატში გინახავთ სენატორი მსგავსი ვარცხნილობით? იქ ჩაცმის სტილი,ვარცხნილობა და ქცევის მანერა მკაცრადაა გაწერილი "პროტოკოლით"! სადაა საქართველოს პარლამენტის "პროტოკოლი"?
ირონია
05/17 11:03
რას კადრულობთ განუვითარებელო ნაციონალები ჩვენი წმიდათა წმიდა ირაკლის შეურაცხყოფას? გეენა დაგწვავთ
goga
05/17 11:00
ავტორს უკბინეთ თქვენ ერთ ადგილას აჰაანდე)) იმდენად განუვითარებელი როგორ უნდა იყო, ხუმრობას რომ ვერ მიხვდე))) მოგიდღანთ კობახიძე :*
მიშა სააკიანცი
05/17 10:55
თბილისში ელიავაზე დგომა უნდათ სოფელს სახლ კარი მიტოვებული აქვთ,ამათ არავინ არ კითხავთ ისე შეესევიან ჩინელები მაგათ სოფლებს როგორც ხაბაროვსკ ვლადივასტოკში დასახლდა 7 მილიონი ჩინელი და მერე იხტუნავონ,ქართული მიწა მორწყულია ჩვენი სისხლითო... ეს უსაქმური გიჭ ვრაცუა ელიავას ჩარჩები გაუსიებიათ ტრაკები და მუცლები შაურმის სკდომით,დაბრუნდით თქვენ სოფლებში ფერზეც მოხვალთ და ტრაკის ქონებსაც დაიგდებთ......ეჰ სადაა ილია ან მსგავსი...
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა