ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 11, 2017
20069
A+/A-
დავით ნარმანია:- „მარშრუტკების“ მძღოლები უგემოვნო მუსიკის ჩართვისთვის დაჯარიმდებიან. მუს-კურსები მერიაში
ავტორი: მასე აბარავა

საწყის ეტაპზე დაწესდება მონიტორინგი მიკროავტობუსებში და თუ ადგილი ექნება ფანოღის ან ტაშაღლარის მსგავს მუსიკას, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება და შესაძლოა მძღოლი დაჯარიმდეს კიდეც ან სხვა ადმინისტრაციული ზომები იქნას მიღებული. მაგალითად პირველ დარღვევაზე 1 კვირიანი მოხსნა ხაზიდან, მეორეზე 2 კვირიანი და ბოლოს ფულადი ჯარიმა.


არაერთი მოქალაქე წუწუნებს სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ ქალაქში მოძრავი მარშრუტკების მძღოლები მუსიკალურად ძალიან უგემოვნოები არიანო. „მთელი ერთი საათი გლდანიდან ვარკეთილამდე უაზრო ფანოღები გვასმენინა მძღოლმა,. თან კონდიციონერიც არ ჩართო“ - ხშირად გადააწყდებით ასეთ ფრაზას „ფეისბუქზე“. ამის გამო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო ღონისძიებებს მიმართა. კერძოდ, მერიის დაქვემდებარებაში დაფუძნდება მუსიკალური გემოვნების ამაღლების ცენტრი, სადაც მძღოლები უფასოდ შეძლებენ მუსიკალური განათლების მიღებას, ხოლო ცალკეული მოქალაქეებისთვის სერვისი ფასიანი იქნება.

 „შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს, რომ ახლა ამის დრო და ფინანსები არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, მეტად ფუნდამენტური საკითხია. სამწუხაროდ ჩვენი მძღოლების უმეტესობა დაბალი მუსიკალური გემოვნებით გამოირჩევა და ხშირად ამას მგზავრებსაც ახვევს თავს.

ამიტომ, ჩვენ  უკვე მოვძებნეთ დაახლოებით 100-მდე პედაგოგი, რომლებიც მზად არიან იმუშაონ და მძღოლები გემოვნებიანი მუსიკის შეცნობის გზაზე დააყენონ.

ვფიქრობ, ეს ცენტრი ძალიან ეფექტური იქნება. საწყის ეტაპზე დაწესდება მონიტორინგი მიკროავტობუსებში და თუ ადგილი ექნება ფანოღის ან ტაშაღლარის მსგავს მუსიკას, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება და შესაძლოა მძღოლი დაჯარიმდეს კიდეც ან სხვა ადმინისტრაციული ზომები იქნას მიღებული. მაგალითად პირველ დარღვევაზე 1 კვირიანი მოხსნა ხაზიდან, მეორეზე 2 კვირიანი და ბოლოს ფულადი ჯარიმა.

რაც შეეხება ცენტრის ოფისს, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თავდაპირველად, რამდენიმე ოთახს გამოვყოფთ მერიაში და გადამზადებაც ისეთ პერიოდში მოხდება, რომ არც მძღოლები დაზარალდნენ და არც მგზავრები, ასე ვთქვათ მცოცავი გრაფიკით იქნება გაკვეთილები და ასე წიო-წიო ავამაღლებთ მათ მუსიკალურ გემოვნებას, მერწმუნეთ, დრო გავა და ისინიც მიხვდებიან, რამხელა კულტურული მადლი გადავა მათზე.

გთხოვთ, არავინ მიიღოს ეს შეურაცხყოფად! არც მე ვიყავი თავიდან ასეთი დახვეწილი და გალანტური, მაგრამ მეც ვისწავლე რაღაცები, არ მერიდებოდა რამის კითხვა და დღეს უაღრესად მაყოფილი ვარ საკუთარი თავის“ - განაცხადა დავით ნარმანიამ




ვახტანგი
07/26 05:53
politika
nino
05/17 04:21
ნარმანია, შენ გირჩევნია სტადიონების ნგრევას და ზედ სახლების აშენებას მოეშვა. ვაკის აუზის კიბეები სად გააქრე? ზედ კორპუსი წამოჭიმეს შენი ნებართვით. ახლა წყნეთის ტყეპარკზე გაქვს თვალი დადგმული. გაყიდულია მთლიანად. შენ კი ნებართვებს გასცემ. ამასთან მუსიკა რა მოსატანია?! იქნებ ასე არ არის და გვესიზმრება?
Budi
05/11 13:19
Es tu simartlea martla agaraferi gveshveleba
თამილა
05/11 13:12
საერთოდ არაა საჭირო მუსიკის ჩართვა, რადგან ყველას თავისი გემოვნება აქვს და გემოვნებიანი მუსიკაც არ მოსწონს ყველას. ვისაც მუსიკა უნდა, გაიკეთოს ყურთსასმენები და უსმინოს იმას, რაც თავად უნდა... გმადლობთ ყურადღებისთვის
კობა
05/11 12:23
და ჟიური იჯდება იქ?
თეიმურაზი
05/11 08:21
ცოცხალი მუსიკა აჯობებს მარშრუტკებში. თან ზაკაზს მივცემთ.
თეიმურაზი
05/11 08:09
აი, ვერ გავიგე: რატომ უნდა იყოს ამ "მარშრუტკებში" მუსიკა ჩართული? ოპერის თეატრი ან ფილარმონია ხომ არ არის? იქნებ, ვიღაცას შალახო უყვარს, ვიღაცა კი ბეტჰოვენზე გიჟდება..... რა აუცილებელია, რომ მარშრუტკაში ვუსმენდე მრავალჟამიერს? თან ფულიც, რომ გამოყვეს. აღარ მეცინება.
mari
05/11 04:45
აი დიღომში რომ მოსახვევია სანამ სავადმყოფოებისკენ გადაუხვევს იმ მთავარ გზაზე რომ შუქნიშანი დააყენონ და ეს მარშუტკები და ტაქსები 20 წუთი საწყლად არ იდგნენ ერთ ადგილას თუ როდის შენელდება მთავარ გზაზე მომავალი მანქანები რომ იქნებ გადაასწროს მშვიდობით ამაზე იზრუნეთ რომ იმ ადგილას ერთი შუქნიშანი დაყენდეს ჯარიმები და ფულები რომ გელანდებათ ყველგან
nana
05/11 04:42
visac ar moscons gaiketos kursasmenebi jobia sisuptave ikos marshutkebshi da sigaretis moweva aikrdalos simgerebs aitans kaci
nino
05/11 03:27
jarimebi moqalaqeebzec unda gaavrcelot mashin, vitom yursasmenit usmenen da am dros tvins gixvritaven rokit dila adrian. sxva mxriv moawsriget an marshutkebi daamatet yvela xazs ertmanetze sxedan da suntqvis sashualeba ar gvaqvs.ai ras unda mieqces yuradgeba meriis mxridan.
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა