ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 10, 2017
4232
A+/A-
გიორგი კვირიკაშვილი:- ემანუელ მაკრონმა პირობა მომცა, რომ აუცილებლად აგინებს პუტინს დედისტრაკს
ავტორი: ემასე უფრაკაია

ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ქართველმა ხალხმა ღრსეულად აღნიშნოს საფრანგეთში მაკრონის გამარჯვება. ხომ გახსოვთ „სარკოზობა“? აი, ეგ დღესასწაული გადაკეთდება „მაკრონობად“. უკვე გავეცი სპეციალური ბრძანება მაკრონის სახელზე დიდი სანთლის დანთების შესახებ


საფრანგეთში არჩევნები დასრულდა და პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონი გავიდა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში და ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ ქართველი გეოპოლიტიკოსები, პოლიტიკოსები, დეპუტატები, დამლაგებლები , პატარები, მოზრდილები, დიდი თუ პატარა, მოკლედ უკლებლივ ყველა. არჩევნების დასრულებისთანავე ქართულმა ყოვლისმხედველმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ ჯანელიძის მეთაურობითა და გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით გადაწყვიტა გამოეკვლია მაკრონის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ნუთუ მართლა ასე კარგია რომ მაკრონმა გაიმარჯვა? ამ ამბის შეტყობისთანავე გადავწყვიტეთ გიორგი კვირიკაშვილთან გვესაუბრა:

-ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ უკვე შეიტყვეთ,როგორი დამოკიდებულება გააჩნია მაკრონს საქართველოს მიმართ და ასევე რას ფიქრობდა ლე პენი. შეგიძლიათ ჩვენც გაგვარკვიოთ?

 -რა თქმა უნდა. ჩვენი უსანდოესი ინფორმაციით მაკრონი ძალიან კარგად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. მან ჩვენს ელჩს წამოდგომაც არ აცალა ისეწ ჩამოართვა ხელი. ასეთი რამ ევროპაში პირველად ხდება. ასევე უფრო კარგი ინფორმაცია ის არის, რომ მაკრონმა პირობა დადო, რომ უგულშემატკივრებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში და ასევე საჯაროდ აგინებს პუტინს და მთელ რუსეთს დედის ტრა*ს. ასევე ყველა თავის ნაცნობთან საქართველოს რეკომენდაციას გაუწევს და ამით ჩვენი ტურიზმი გაბრწყინდება.

 -ნამდვილად ამომწურავი იყო. თუმცა თქვენ კითხვის მეორე ნაწილზე არაფერი თქვით. რას ფიქრობთ, მარინ ლე პენი რას იზამდა რომ გაემარჯვა?

  -აქ კი გადარჩენილებივართ ძალიან. ღმერთს ტარიგი უნდა დავუკლა სახლში რომ მივალ ამისათვის, რომ ლე პენმა წააგო. ჩემმა მეზობელმა ლამარამ მითხრა, თურმე ნუ იტყვით მაგ ჩათლახს ვლადიმერ პუტინთან აქვს სურათი გადაღებული. ასევე ლამარამ მითხრა, რომ   ლე პენი აპირებდა პუტინთან მოლაპარაკების წარმოებას საქართველოს შესახებ. ჩვენ ხომ მსოფლიო ლიდერების განხილვის უმთავრესი საგანი ვართ, ისინი მუდამ ჩვენზე ლაპარაკობენ!

- უკაცრავად ბატონო გიორგი, მაგრამ საიდან იცით, რომ მსოლიფო ლიდერები მუდამ თქვენზე ლაპარაკობენ?

- იცით, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავხდი სულ მასლოკინებს. მანამდე ეს არ ხდებოდა! ახლაც არ გჯერათ რომ მთელი მსოფლიო მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობს?

- მჯერა, მჯერა! მოდით ისევ ლე პენზე გვითხარით...

- ჩვენი ინფორმაციით, ლე პენსა და პუტინს მოლაპარაკება ჰქონდათ, რომ როგორც თავის დროზე ირანმა და ოსმალეთმა ჰქნეს, მათაც საქართველო შუაზე უნდა გაეყოთ. ჭეშმარიტად წკიპზე გადავრჩით.  

-გმადლობთ ბატონო პრემიერო, მაგრამ როგორ აპირებთ ამხელა სიკეთე გადაუხადოთ ემანუელ მაკრონს?

- ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ქართველმა ხალხმა ღრსეულად აღნიშნოს საფრანგეთში მაკრონის გამარჯვება. ხომ გახსოვთ „სარკოზობა“? აი, ეგ დღესასწაული გადაკეთდება „მაკრონობად“. უკვე გავეცი სპეციალური ბრძანება მაკრონის სახელზე დიდი სანთლის დანთების შესახებ. 15-დან 21 მაისის ჩათვლით სახალხო სეირნობები გაიმართება. 21 მაისს „მაკრონობის“ დასკვნითი დიდი დღესასწაული გაიმართება! ასევე რეკოემენდაციას ვაძლევთ ქართველ ხალხს, რომ ამ დრეებში დაბადებულ ყველა ბიჭს სახელად ემანუელი დაარქვან. 




ირაკლი
05/10 18:14
ავტორი: ემასე უფრაკაია - ავოტი გლიჯავს იმენა ))
ყვირილელი
05/10 06:50
უძახე შენ ლამარა:))
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა