ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

დავით გოგიშვილი
მაი. 09, 2017
2450
A+/A-
გეორგიევსკის ბაფთა საქართველოს ისტორიის ნაწილია!
ავტორი: დავით გოგიშვილი

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ამ ტრაგედისათან მიმართებაში ,,გეორგიევსკის ლენტის,, ნებისმიერ კონტექსტში გამოყენება არის ყოვლად აბსურდული და უარგუმენტო და არანაირი საერთო არ აქვს ამ უდიდეს ეროვნულ ტრაგედიასთან.


მეორე მსოფლიო ომის (საბჭოთა ქვეყნებისთვის - „დიდი სამამულო ომი“) დასრულების 72 წლისთავის აღნიშვნასთან ერთად, ძალიან აქტუალური გახდა გეორგიევსკის ბაფთის („ლენტის“) თემაც. ბევრი ამას, ასე ვთქვათ „პატრიოტული დემაგოგიისთვის“ იყენებს. ბევრი კბილებით იცავს მას და „სტალინისა და ფაშიზმზე გამარჯვების“ სიმბოლო ჰგონია.

სინამდვილეში არც ერთია და არც მეორე. უფრო ზუსტად ორივეა:- ანუ, გეორგიევსკის ბაფთა, როგორც სიმბოლო, გამოიყენებოდა მეფის რუსეთის, ანუ იმპერიული რუსეთის დროსაც და საბჭოთა კავშირის მიერ კავკასიის დაცვის დროსაც.

თუმცა, ორივე შემთხვევაში, ეს სიმბოლიკა მჭიდრო კავშირშია კავკასიასთან და კიდევ უფრო მეტად - უშუალოდ საქართველოსთან.

გეორგიევსკის ბაფთის („ლენტის“) ისტორია საფუძველს იღებს იმთავითვე მას შემდეგ, რაც კავკასიის მიმართულებით რუსეთს სტარტეგიული ინტერესები გაუჩნდა. პიატიგორსკთან ახლოს, გეორგიევსკის სამხედრო ციხესიმაგრე იყო ერთ-ერთი პირველი ციხესიმაგრე, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარის უშუალო მითითებით აშენდა. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, რაც ქართლ-კახეთის სამეფოსა (და არა - სრულიად საქართველოს!) და რუსეთის იმპერატორს ეკატერინე მეორეს შორის მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება გაფორმდა და რუსეთმა ღიად განაცხადა თავისი სამხედრო-სტრატეგიული ინტერესების შესახებ კავკასიის რეგიონში, ეს ე.წ. ,,გეორგიევსკის ლენტი,, გახდა ოფიციალური სიმბოლო და ნიშანი რუსეთის იმპერიის არმიის კავკასიის მიმართულებისა.
ამ სიმბოლიკიანი დროშის ქვეშ იბრძოდა:
1). რუსეთის არმია ყირიმში (1855-1856წწ),
2).სარიყამიშში,
3). შიპკის უღელტეხილზე გადასვლისას იუგოსლავიაში,
4).სამცხე-ჯავახეთის საქართველოსთან შემოერთებისას (1828-1829),
5).აჭარისა და ტაო-კლარჯეთის საქართველოსთან შემოერთებისას (1877-1878წწ)
6).რუსეთ-იაპონიის ომის დროს (1904წ).
7). 1914-1918 წწ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მიმართულებით წარმოებულ ყველა ბრძოლებში.
8).1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ სიმბოლიკიანი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართული ეთნიკური დივიზიები, 46-ე არმია არმიის გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სარდლობით, გენერლები: პეტრე ჩხობაძე, პორფირე ჩანჩიბაძე, გიორგი ყურაშვილი.
ამ სიმბოლიკის ქვეშ გმირულად დაეცა რამოდენიმე ათასი ქართველი ქერჩის, ოდესისა და სევასტოპოლისათვისათვის ბრძოლებში.
,,გეორგიევსკის ლენტი,, კვლავ გამოჩნდა 2 წლის წინათ, ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს.
როდესაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ხოლო ისტორიული კანონზიმიერების თანახმად, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და დაიბრუნა უკრაინისათვის 1954 წელს გაურკვეველი არგუმენტებით ხრუშჩოვის მიერ ნაჩუქარი ტერიტორია. ყირიმელმა სეპარატისტებმა სწორედ ამიტომ გამოიყენეს ,,გეორგიევსკის ლენტი,, სიმბოლოდ ყირიმის დაკავებისა.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ამ ტრაგედისათან მიმართებაში ,,გეორგიევსკის ლენტის,, ნებისმიერ კონტექსტში გამოყენება არის ყოვლად აბსურდული და უარგუმენტო და არანაირი საერთო არ აქვს ამ უდიდეს ეროვნულ ტრაგედიასთან.
“გეორგიევსკის ლენტი” არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი, სიმბოლო სამცხე-ჯავახეთის და აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთებისა.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ჩვენ, ამ სიმბოლიკიანი დროშის ქვეშ დაღვრილია ათიათასობით ჩვენი თანამემამულის სისხლი რუსეთის არმიის, რუსი მეომრების მხარდამხარ.

ანუ, გეორგიევსკის ბაფთა არის საქართველოსთვის დაკავშირებული როგორც უარყოფით მოვლენებთან (ზოგადად რუსული იმპერიული ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიისა) ასევე დადებითთან  (აჭარისა და ჯავახეთის დაბრუნება დედასქართველოსთვის!)

მისი ტარება არის გემოვნების საკითხი, ისტორიის ცოდნისა და ფლობის პრობლემა და არაფერი არ აქვს საერთო ქვეყნის „ღალატთან“.

ამ ლენტის მიმართ აგრესიის გამოხატვა არის ურაპატრიოტული დემაგოგია.
p.s. ქარის წისქვილებთან ბრძოლას იქნებ ჯობდეს ჩვენს გაუნათლებლობას ვებრძოლოთ.

 




lasha
05/10 07:24
Martalia , ar vicodi amdeni kargi informaciaa
ირაკლი
05/09 19:54
"p.s. ქარის წისქვილებთან ბრძოლას იქნებ ჯობდეს ჩვენს გაუნათლებლობას ვებრძოლოთ." - კი ჯობია, მაგრამ დემაგოგობა გაცილებით იოლია )
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა