ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 05, 2017
2629
A+/A-
ბიძინას ნაკვესები - აკაკი VS ბიძინა, ანუ რას ჰყვებიან ხალხში ბიძინას ოხუნჯობებზე
ავტორი: ნეტა რამოწია

როგორც გავიგეთ, მეორე ძალიან ცნობილ საჩხერელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მოუნდომებია ამ მიმართულებით დიდი კონკურენცია გაუწიოს დიდ თანამემამულეს. „რა ვქნა, შევატყვე, რომ ფრიდრიხ ნიცშეს ვერაფერი დავაკელი და მოდი, აკაკი წერეთელს მაინც შევეჯიბრებიო“- უთქვამს ბიძინა ივანიშვილს და ოხუნჯობა დაუწყია.


ჩემს თაობაში, განსაკუთრებით კი ჩემი თაობის მამების თაობაში ძალიან პოპულარული იყო „აკაკის ნაკვესები“. ამ წვრილტანიან წიგნში თავმოყრილი გახლდათ დიდი ქართველი პოეტის ენამახვილობის ამსახველი ეპიზოდები, რომლებსაც ხალხში ყვებოდნენ. ანუ, გადმოცემები იმის შესახებ, თუ რომელ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცა აკაკი, ვის რა უპასუხა და ასე შემდეგ.

ჰოდა, როგორც გავიგეთ, მეორე ძალიან ცნობილ საჩხერელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მოუნდომებია ამ მიმართულებით დიდი კონკურენცია გაუწიოს დიდ თანამემამულეს. „რა ვქნა, შევატყვე, რომ ფრიდრიხ ნიცშეს ვერაფერი დავაკელი და მოდი, აკაკი წერეთელს მაინც შევეჯიბრებიო“- უთქვამს ბიძინა ივანიშვილს და ოხუნჯობა დაუწყია.

ჩვენმა იდიოტური ნიუსების გამოგონების სპეციალისტმა მოგვაწოდა ნაკვესები, რომელბსაც ხალხი უკვე ყვება ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ვნახოთ როგორ მოგეწონებათ.

....

ერთი ნაცნობი ეუბნება თურმე ბიძინას:

-კაცო, ბიძინ, რა გრჯიდა ამ შენს პარტიას „ქართული ოცნება“ რომ დაარქვი და ამდენი რამე დაპირდი ხალხს, მაგ ყველფერს ასრულება არ უნდა?

ბიძინა ჩაფიქრდა თურმე და უპასუხა:

- კი, მართალი ხარ, ჯობდა ჩემი პოლიტუიკური პარტიისთვის „ქართული სუფრა“ დამერქვა, აესე უცებ გავშლიდი - ბოლოკი, ცოტა მწვანილი, პრასი, ყველი პური, კეთილი გული და ეგაა, ვეღარც ვერავინ ვერაფერზე შემომედავებოდაო! - და ატყდა თურმე სიცილი!

....

თურმე, როდესაც ბიძინამ „ნაციონალებთან“ არჩევნებზე შეჯიბრება გადაწყვიტა, ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი. ზოგიერთი ექსპერტი ეკითხებოდა მას:

- ბატონო ბიძინა, დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანებს მიიყვანთ არჩევნებზეო?

ბიძინას, ამოუვიდა თურმე ყელში ასეთი შეკითხვები და უპასუხა:-

- კაცო, პინგვინი ჩამოვიყვანე საჩხერეში და ადამიანებს ვეღარ მივიყვან არჩევნებზეო?

დაწყდნენ თურმე ექსპერტები სიცილით.

....

ბიძინას თურმე კითხეს:

- ხალხს რომ დაპირდი მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთ, რატომ ვერავინ ვერაფერს გრძნობს ჯიბეზეო?

ბიძინამ თურმე ეშმაკურად გაიღიმა და უთხრა:

- ჩაუკვირდით! მე ვთქვის ჯიბე-ზე, და არა ჯიბე-ში! ნახეთ რა ოხერი რამეა ქართული გრამატიკაო?

....

ბიძინას ნაცნობი შეხვდა თურმე და კითხა:-

-კაცო, ბიძინა, შენზე ამბობენ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებსო და მართლა დაბრუნდები?

ბიძინამ გაუღიმა თურმე და უპასუხა:-

- რა იყო, შე კაცო, გიგი უგულავა ციხეში დაბრუნდა და მე პოლიტიკაში ვეღარ დავბრუნდებიო?

.........

ჩვენი სულელური ისტორიების გამოგონების განყოფილება აგრძელებს მსგავსი მასალების შეგროვებას. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და სასაცილო ამბებს შემოგთავაზებთ.

 




ირაკლი
05/06 20:50
უჯობნია აკაკისთვის და ეგ არი )))
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა