ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

SCREEN-NEWS
მაი. 05, 2017
2424
A+/A-
ჯეჯეს რად უნდა ბოსტანი? ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი ტიპის სკოლა-ფერმის იდეა წამოაყენა
ავტორი:

როგორც ჩანს ჯეჯელავა აპირებს ზარმაცი ქართველი სკოლის მოსწავლეებისგან დამკვრელური შრომის ბირიგადები შექმნას, ხოლოს საჯარო საშუალო სკოლები ახალი ტიპის სკოლა-ფერმებად გადააკეთოს და ასე გააძლიეროს ქართული აგრარული სექტორი და შესაბამისად - ქართული სახელმწიფო


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ორიოდე თვე აღარ გამოჩენილა მედიის წინაშე და მისი ეს გარინდება აშკარად მიანიშნებდა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა მორიგ ბრძნულ იდეაზე ფიქრობდა. ველოდით, რომ იგი მალე გაგვაოცებდა და აღგვაფრთოვანებდა თავისი ახალი „ნოოუ-ჰაუ“-თი და აჰა ვეღირსეთ!

ჯეჯემ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს, ამჯერად სკოლის ბუფეტების ინსპექტორის ფუნქცია აიღო თვის თავზე. „ყველა სკოლის წინ ვაშლიანი თასი უნდა იდგესო“ - ეს არ იკმარა მინისტრმა და გადაცემა „რეალურ სივრცეში“ კიდევ უფრო საოცარი იდეა დააბრეხვა - „გვინდა ყველა სკოლას საკუთარი ბოსტანი ჰქონდეს!“. ჯეჯელავას აზრით, ამ ბოსტნებში უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა, რითიც ისინი შრომასაც შეეჩვევიან და თან საკუთარი ხელით მოყვანილ ნატურალურ პროდუქტებს შეიტანენ სკოლის ბუფეტში.

არა! ფაქტია, რომ ეს კაცი სულ სხვანაირად მოკაშკაშე ნათელი გონების პატრონია! ჩვენ მისი გონების სიმაღლეს ვერ შევწვდებით, მაგრამ უფლებას ვიტოვებთ მოკრძალებულად მაინც დავსვათ კითხვა - ჯეჯეს რად უნდა ბოსტანი?

პასუხიც გვაქვს! არა, ის პასუხი არა, რაც თქვენ იფიქრეთ...

ჩვენი პასუხი ასეთია - როგორც ჩანს ჯეჯელავა აპირებს ზარმაცი ქართველი სკოლის მოსწავლეებისგან დამკვრელური შრომის ბირიგადები შექმნას, ხოლოს საჯარო საშუალო სკოლები ახალი ტიპის სკოლა-ფერმებად გადააკეთოს და ასე გააძლიეროს ქართული აგრარული სექტორი და შესაბამისად - ქართული სახელმწიფო.

აბა, დაუკვირდით - სადაც ბოსტანი, იქვე ბარემ, თავისუფლად შეიძლება სადმე სკოლის უკან საქონლის სადგომის მოწყობაც, ცოტა სახნავ-სათესი საყანე მიწის გამოყოფაც და ასე შემდეგ.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ჯეჯელავამ ამას წინათ სკოლებში გაკვეთილების შემცირებაზე და მოსწავლეებისთვის მეტი თავისუფალი დროის მიცემაზე ისაუბრა, უკვე ყველაფერი ნათელია.

მოკლედ, სექტემბრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან ქართველი სკოლის მოსწავლეების „გაკვეთილების ცხრილი“ ასეთ იქნება: დილის 9 საათზე - ბოსტნის გამარგვლა. 10 საათზე - ძროხების საბალახოდ გაშვება 11 საათზე - ყანის გათოხნა 12 საათზე - ნაკელის შეტანა ბოსტანში 13 საათზე - ველად სადილის გაშლა და დიდი დასვენება. 14 -დან 16 საათამდე ბაღ-ვენახებისა და ყანა-ბოსტნის შემოვლა და სამუშაოები კონკრეტული სეზონის საჭიროებისამებრ. საღამოს ინიშნება სპეცგაკვეთილი - ძროხების მოყვანა საბალახოდან და მათი მოწველა.

აბა, რაღა მხოლოდ ბოსტანს უნდა მოუარონ მოსწავლეებმა და რაღა მხოლოდ ბოსტნეული უნდა იყოს სკოლის ბუფეტებში ახალი და საღი? ასეთი ინიციატივის შემდეგ ბავშვები რძესაც საღს მიიღებენ ბუფეტებში, ხორცსაც და ყანებში ეგერ-აგერ მითესილ კვახსაც!

ჰო, მართლა, ერთი ეგ ვერ გავარკვიეთ, მაინცდამაინც თასით უნდა დავდოთ სკოლების წინ ვაშლები? სადაც ბოსტანი, იქაც ბარემ პირდაპირ ყველა სკოლის წინ ვაშლის ხეები დაგვერგო არ აჯობებდა? თუმცა, ჯეჯლევას ბევრი ფიქრისგან გადაღლილმა კაშკაშა ტვინმა, ეს ჯერ, ალბათ ვერ მოიფიქრა... დაველოდოთ!         

(ინფორმაციის წყარო „სქრინ-შოტზე“ შემოხაზულია წითელი ფერით)                          

 




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა