ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

SCREEN-NEWS
მაი. 05, 2017
2515
A+/A-
გიორგი მარგველაშვილი:- საქართველომ რუსეთს პირწმინდად მოუგო, ოღონდ არ ვიცი რა...
ავტორი:

ჩავიდა ლავროვი სოხუმში და იმის ნაცვალდ რომ იქ „ნაშები“ დაეკერა და ზღვაზე „ეგულავა“ დადგა და რაღაც სულელური საელჩოს გახსნა დაიწყო. ეს ახლა არ არის ჩვენი მოგება? ვერ ხედავთ როგორ ვაწამებთ რუს დიპლომატებს? ზღვაზე მშვიდი დასვენების ნაცვლად საელჩოებს ვახსნევინებთ, ანუ „ვაპახავებთ“ რა!


აი, ამის შემდეგ, ნუთუ კიდევ ვინმეს მისცემს ნამუსი საშუალებას, რომ დააყენოს საკითხი, უნდა ირჩევდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ხალხი? არა! ასეთი საკითხის დასმა ნამდვილად უნამუსობაა, რადგან ჩვენი აზრით, საქართველოს პრეზიდენტად სამარადჟამოდ უნდა გამოცხადდეს ჩვენი ერის დიდი მოამაგე და მოჭირნახულე გიორგი მარგველაშვილი და მორჩა!

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ეს კაცი მუდამ საქართველოზე სწუხს. გვამშვიდებს და გვანუგეშებს ჩვენ, ქართველებს, ხოლო მტრებსა და ორგულებს თავზარსა სცემს და გულს უხეთქავს თავისი გამოანთქვამებით.

აი, ახლაც, საქართველოში სტუმრად მყოფ ამერიკელ სენატორებთან საუბრისას მან მკაფიოდ განაცხადა:- „საქართველომ რუსეთს პირწმინდად მოუგო!“

კაი, ახლა, ნუ ვიქნებით ინტრიგანები და ნუ ვიკითხავთ, რა მოუგო რუსეთს საქართველომ და როდის, თანაც პირწმინდად?

მთავარია რომ მოუგო და მორჩა!

კარგი, თუ მაინცდამაინც ჩავაჯინდებით, აჰა, ბატონო:- მთელი 15 წელი, 1993-დან 2008-მდე აღიარა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა? არა, არ აღიარა! ესე იგი უნდოდა და ვერ აღიარებდა. ჰოდა, მივაწექით და ვაღიარებინეთ! თან არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც ვაღიარებინეთ! ანუ მოვუგეთ ხო?

აგერ, ახლახანს, ჩავიდა ლავროვი სოხუმში და იმის ნაცვალდ რომ იქ „ნაშები“ დაეკერა და ზღვაზე „ეგულავა“ დადგა და რაღაც სულელური საელჩოს გახსნა დაიწყო. ეს ახლა არ არის ჩვენი მოგება? ვერ ხედავთ როგორ ვაწამებთ რუს დიპლომატებს? ზღვაზე მშვიდი დასვენების ნაცვლად საელჩოებს ვახსნევინებთ, ანუ „ვაპახავებთ“ რა!

მოკლედ, პრეზიდენტად თუკი ისევ და მუდამ მარგველაშვილი გვეყოლება, საქართევლოც მუდამ ასეთი გამარჯვებული, გახარებული და პირწმინდად მოგებული იქნება ყველაფერში!

რაში იქნება კონკრეტულად მოგებული? აუ, ხომ გითხარით უკვე, შეეშვით რა ამ ინტრიგანობას და ისიამოვნეთ მოგებით, თანაც - პირწმინდად...




ანტონი
05/05 03:00
პრეზიდენტებს შორის (ვინ უფრო მეტის) ჩა@მაში! ერთი ანეგდოტისა არ იყოს ტაბლეტების გადანაცვლებით მარგველა მშვიდადაა!
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა