ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 04, 2017
2590
A+/A-
ერეკლე დეისაძე - „ოცნების“ ახალი სახე! ის ზაზა ხუციშვილს ჩაანაცვლებს და ჩაწერს ჰიტს - „რაც ბიძოს უნდა“
ავტორი: მასე აბარავა

ბიძინა ივანიშვილს გადაუწყვეტია ისევ მომღერლებზე გააკეთოს აქცენტი და როგორც გვითხრეს, მისი პირველი რჩეული სკანდალურად ცნობილი მწერალ-მომღერალი ერეკლე დეისაძეა.  ივანიშვილი მოხიბლა დეისაძის ახალი ჰიტის პროექტმა, რომელიც მისივე ცნობილი „რაც მამას უნდა“-ს განახლებული ვარიანტია.


 

უაღრესაც საოცარი, სკანდალური და უიდედაესრაგავიგე ინფორმაცია შეგვატყობინა ჩვენმა არც ისე სანდო წყაროს მამიდაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს გადახალისებას და ახალი სახეების მოზიდვას პოლიტიკაში. შემოდგომაზე 1 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც „ოცნება“ 2016 წელს კიდევ ერთხელ მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ამ დროისთვის ეს პოლიტიკური პარტია აპირებს ხალხისგან განარიდოს უკვე მობეზრებული სახეები და მათ ახლები შესთავაზოს.

კერძოდ ვინ იქნებიან ისინი, ეს ამბავი მარტივად გადაწყდა. მოგეხსენებათ, 2016 წელს „ოცნებამ“ აქცენტი ერთი მხრივ მორაგბეებზე, მეორე მხრივ კი, მომღერლებზე გააკეთა. გაირკვა, რომ მორაგბეები ვერ ამართლებენ პოლიტიკაში, აი მომღერალი ზაზა ხუციუშვილი კი, საკმაოდ ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე პოლიტიკოსის ამპლუაში და ნებისმიერ არასწორ საქციელს „უპრავებს“ ხოლმე ოცნებას.

ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს გადაუწყვეტია ისევ მომღერლებზე გააკეთოს აქცენტი და როგორც გვითხრეს, მისი პირველი რჩეული სკანდალურად ცნობილი მწერალ-მომღერალი ერეკლე დეისაძეა.  ივანიშვილი მოხიბლა დეისაძის ახალი ჰიტის პროექტმა, რომელიც მისივე ცნობილი „რაც მამას უნდა“-ს განახლებული ვარიანტია.

ერეკლე დეისაძის ეს ახალი სიმღერა მიეძღვნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრსა და მისი სიით პარლამენტში გასულ დეპუტატებს.

ტექსტი იჟღერებს ასე:- „შენ ამბობ იმას, რაც ბიძოს უნდა! აკეთებ იმას, რაც ბიძოს უნდა! აძლევ ხმას იმას, რაც ბიძოს უნდა! და აჭერ პულტზე, როცა ბიძოს უნდა! შენ დგახარ იქ, სადაც ბიძოს უნდა! შენ ლანძღავ იმას, ვინც ბიძოს უნდა! შენ ფიქრობ ისე, როგორც ბიძოს უნდა! და აქებ იმას, ვინც ბიძოს უნდა! შენ უჭერ მხარს, ვინც ბიძოს უნდა! და შენ ხარ ის, ვინც ბიძოს უნდა!“

აი, ამ ტექსტის მოსმენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ისე აღფრთოვანდა, რომ უკვე გამოყო ერთი მილიონი ლარი რათა იგი სიმღერად ჩაიწეროს და გაჰიტდეს.

როგორც ამბობენ, მომავალ არჩევნებზე მოსალოდნელია ერეკლე დეისაძის ამ სიღერამ ჩანაცვლოს ზაზა ხუციშვილის მიერ შესრულებული „ქართული ოცნების“ 2016 წლის ჰიტი - „ჩემი საქართველო აქ არის!“

ხოლო თავად ზაზა ხუციშვილს ერეკლე დეისაძე ჩანაცვლებსო - ამბობენ ბოროტი ხმები.




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა