ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

SCREEN-NEWS
მაი. 04, 2017
2400
A+/A-
ვლადიმერ პუტინი:- თავში აზრად არ მოგვსვლია სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევა, ინსტინქტურად “გვერევინება” რაა
ავტორი:

რუსეთს უბრალოდ, საუკუნეების მანძილზე წარმოებული დამპყრობლური მოქმედებების წყალობით ჩამოუყალიბდა ინსტინქტი, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. თორემ არც ვლადიმერ პუტინს, არც სერგეი ლავროვს, არც სხვა რომელიმე რუს შოვინისტ პოლიტიკოსს თავში აზრად არასოდეს მოსდის ასეთი ცუდი აზრები


როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ ამოხსნილია მსოფლიოს ყველაზე დიდი საიდუმლო და საფიქრალი - რატომ ერევა ხომე რუსეთი და მისი ხელისუფლება სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ასე უხეშად და ხშირად, სამხედრო ძალითაც კი?!

ამ კითხვას ისევ და ისევ რუსეთის „უძლეველმა არწივმა“ ვლადიმერ პუტინმა გასცა პასუხი.

„ჩვენ თავში აზრად არასოდეს მოგვსვლია ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში“ - დაბეჯიდებით განაცხადა მან.

თუ ჩავუკვირდებით, ამ ფრაზით უკვე ყოველივე ნათქვამია. რუსეთის პრეზიდენტს ის ხომ არ უთქვამს - სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევითო? მან გარკვევით თქვა - „ასეთი რამ თავში აზრად არ მოგვსვლიაო“

გამოდის, რომ ის ფაქტები, რომლებიც აშკარად მეტყველებებენ რუსეთის იმპერიის მხრიდან სხვა, სუვერენული ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში უხეშ და პირდაპირ ჩარევაზე, უბრალოდ ერთგვარი „რუსული ინსტინქტის“ ბრალია.

ანუ, რუსეთს უბრალოდ, საუკუნეების მანძილზე წარმოებული დამპყრობლური მოქმედებების წყალობით ჩამოუყალიბდა ინსტინქტი, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. თორემ არც ვლადიმერ პუტინს, არც სერგეი ლავროვს, არც სხვა რომელიმე რუს შოვინისტ პოლიტიკოსს თავში აზრად არასოდეს მოსდის ასეთი ცუდი აზრები.

უბრალოდ, პუტინი ინსტინქტურად გზავნის ხოლმე ტანკებს და სამხედრო თვიმფრინავებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ასევე, ლავროვიც სრულიად ინსტინქტურად ჩადის ხოლმე სუვერენული ქვეყნის შემდგენელ სეპარატისტულ რეგიონებში და სრულიად ინსტინქტურად „ეხსნევინება“ იქ საელჩოები. როგორც ამბობენ, რამდენიმე წლის წინ, დიმიტრი მედვედევმაც სრულიად შემთხვევით და ინსტინქტურად მოაწერა ხელი აფხაზეთისა და ე.წ. „სამხერთ ოსეთის“ რესპუბლიკების აღიარებას და ა.შ.

სავარაუდოდ, თავად პუტინი და სხვა რუსი პოლიტიკოსებიც ვერ ხდებიან, რა ძალა აიძულებთ ხოლმე მათ ასეთ არასწორ ქეცვას, რადგან მსგავსი რამ თავში აზრად არასოდეს მოსდით და როგრორც ჩანს, თავადაც ძალიან განიცდიან ამ ყოველივეს...

(ინფორმაციის წყარო „სქრინ-შოტზე“ შემოხაზულია წითელი ფერით)




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა