ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

SCREEN-NEWS
მაი. 04, 2017
1562
A+/A-
მარინ ლე პენი:- საფრანგეთის მმართველი ან მე ვიქნები, ან სხვა ქალი, ორივეს მმართველი კი - ერთი კაცი!
ავტორი:

რომელი კაცი? აბა, კარგად გაიხსენეთ, ვის მიაწერენ საფრანგეთის საარჩევნო ამბებისთვის 20 მილიონის გადარიცხვას?  ვის ეახლა მერკელი სოჭში ამას წინათ და ვის ეხვეწა მომავალ ზამთარში გაზი იაფად მოგვეციო?


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის უკვე კბილებით იბრძვის. დაზაფრული „ლიბერასტები“ შიშის კანკალით ადევნებენ თვალ-ყურს და ყოველი შემთხვეისთვის საფრანგეთიდან გასაქცევად ემზადებიან.

მაგრამ სად უნდა გაიქცნენ? გერმანიაში? ამერიკის შეერთებულ შტატებში? როგორც შექმნილი სიტუაციიდან ჩანს, მაგ საწყლებს ყველგან ერთი ბედი ელით...

ლე პენი კი, კიდევ უფრო და უფრო აშინებს მათ. ბოლო პრესკონფერენციაზე ქალბატონმა ლე პენმა ისეთი ფრაზაც თქვა, რამაც ძალიან დააფიქრა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც - „საფრანგეთის მმართველი ქალი იქნება! ეს ან მე ვიქნები, ან ანგელა მერკელი!“ - განაცხადა მან.

ამ ფრაზით რეალურად ნათქვამია ის, რომ საფრანგეთის არჩევნებზე დიდ გავლენას ახდენს გერმანია და თუკი ლე პენის მოწინააღმდეგემ მოიგო, საფრანგეთშიც იგივე თავაშვებულობა და აფრიკელ-აზიელი ემიგრანეტბის პარპაში იქნება რაც გერმანიაშიაო...

თუმცა, ლე პენს, ან ავიწყდება, ან ბოლომდე არ უთქვამს კიდევ ერთი რამ. კონკრეტულად ის, რომ როგორც ყველაფრიდან ჩანს, ამ ორიდან რომელი ქალიც არ უნდა გახდეს საფრანგეთის მმართველი, ამ ქყვეყნის მმართველი მაინც კაცი იქნება...

რომელი კაცი? აბა, კარგად გაიხსენეთ, ვის მიაწერენ საფრანგეთის საარჩევნო ამბებისთვის 20 მილიონის გადარიცხვას?  გარდა ამისა, ვის ეახლა მერკელი სოჭში ამას წინათ და ვის ეხვეწა მომავალ ზამთარში გაზი იაფად მოგვეციო?

ანუ, რა გამოდის? საფრანგეთის მმართველი ან ერთი ქალი იქნება ან მეორე ქალი, ორივეს მმართველი კი - ვლადიმერ პუტინია!

კაი, ახლა, არ დამიწყოთ კრემლის დაკვევით წერთ ამასო. ასე გამოდის თავად „ლიბერასტების“  ლოგიკიდან, ანუ იმათი ლოგიკიდან, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკაში ტრამპს პუტინმა გაამარჯვებინა, საფრანგეთში ლე პენს პუტინი ამარჯვებინებს, ხოლო გერმანიის კანცლერი პუტინის ხათრით არ გვიშვებს ნატოშიო!

ყველას ამათ თუ „პუტინი მართავს“, უმართია, აბა, მაგ კაცს ფაქტობრივად მთელი მსოფლიო და ეგაა და რა ჩვენი ბრალია? 

(ინფორმაციის წყარო "სქრინ-შოტზე" შემოხაზულია წითელი ფერით)




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა