ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 04, 2017
5737
A+/A-
გიორგი მღებრიშვილმა რუსეთის და პუტინის საიდუმლო სამხედრო ჩანაფიქრი გაშიფრა
ავტორი: დიდუ აგირაია

როგორც ისტორიიდან ცნობილია, რიჩარდ ლომგულმა ქალაქი იაფა 55 რაინდით გაათავისუფლა, ამიტომ რაღა პუტინი ვერ შეძლებს თბილისის აღებას 50 რჩეული მოტოციკლისტით? ბოლოსდაბოლოს ღამის მგლები არიან, ზალდასტანოვის მეთაურობით, ცალ ხელში ცეცხლით და მეორეში მახვილით შემოიჭრებიან ჩვენს სამშობლოში


უკანასკნელ დღეებში საქართველოს უდიდესი საფრთხე დაემუქრა, კერძოდ ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლას ლამობდნენ „ღამის მგლები“. საქართველოს პარლამენტსა თუ მთავრობაში, პრეზიდენტის გულში, “ნაციონალების” შტაბ-ბინასა და „გირჩის“ საკათედრო სალოცავში დიდი პოლემიკა მოეწყო იმის თაობაზე, შემოეშვათ თუ არა ისინი საქართველოში. საბოლოოდ ამ ამბის კულმინაცია იქამდე მივიდა,რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა-გიორგი მღებრიშვილმა ვლადიმირ პუტინის საიდუმლო ჩანაფიქრი ამოიცნო და ეს ამბავი სრულიად პარლამენტს დიდი აღტკინებით ამცნო.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, რომელიც მან საიდუმლო წყაროსგან მიიღო ვლადიმირ პუტინი აპირებს 50 რჩეული მოტოციკლისტით, მბრწყინავი სკაფანდრებით თავდამშვენებული რაინდებით საქართველოს ანექსიას თბილისის ნგრევას და სრულიად ვაკის პარკის გადაწვას. როგორც ისტორიიდან ცნობილია, რიჩარდ ლომგულმა ქალაქი იაფა 55 რაინდით გაათავისუფლა, ამიტომ რაღა პუტინი ვერ შეძლებს თბილისის აღებას 50 რჩეული მოტოციკლისტით? ბოლოსდაბოლოს ღამის მგლები არიან, ზალდასტანოვის მეთაურობით, ცალ ხელში ცეცხლით და მეორეში მახვილით შემოიჭრებიან ჩვენს სამშობლოში. ასევე, როგორც ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებში შეამჩნევდით, „ღამის მგლების“ მოტოციკლებს დამონტაჟებული აქვთ დიდი მოცულობის რამდენიმე საბარგული თითოეულს. ამ საბარგულებით მაშ საქართველოში შემოჰქონდათ სამხედრო მოწყობილობები. კერძოდ, მოტოციკლისტებს საბარგულებში ედოთ AKM-ის სისტემის ავტომატები, ხელყუმბარები, სარაკეტო კომპლექსები, ჯავშან-ტრანსპორტიორები და რა თქმა უნდა რუსეთის მთავარი იარაღი T-14- რუსული ტანკი(რამდენიმე). თურმე პუტინს ბირთვული იარაღის გამოყოლების სურვილიც ჰქონია, თუმცა ამდენი აღარ ჩაეტია მოტოციკლის საბარგულში, ამიტომაც ჩამოთვლილებს დასჯერდა.

გაწეული სამსახურისათვის გიორგი მღებრიშვილს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვებენ, მისცემენ ეროვნული გმირის სტატუსს და მალე პეტიციები შეგროვდება მისი წმინდანად შერაცხვის თაობაზე. ჩატარდება მსვლელობა,რომელიც ითვალისწინებს კონცერტს და „ვაშა, ვაშა“-ს შეძახილს. შემდეგ მღებრიშვილი საოცარი სიტყვით გამოვა. ის იტყვის, რომ „ეს ფაქტი საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების ტოლფასია“

ასევე 2 მაისი სახალხო დღესასწაულად გამოცხადდება- „საქართველოში ღამის მგლების არ შემოშვებისა და პუტინის არ-გახარების დღე“. ეს დღე უქმედ გამოცხადდება და დაუპირისპირდება ქუთაისის გვირილობის დღესასწაულს.




დაათ ცაბაძე
05/10 03:23
პუტინის დამმარცხებელი მინისტრი
ირაკლი
05/04 18:09
"ასევე 2 მაისი სახალხო დღესასწაულად გამოცხადდება- „საქართველოში ღამის მგლების არ შემოშვებისა და პუტინის არ-გახარების დღე“. " - )))
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა