ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
მაი. 04, 2017
2116
A+/A-
ანრი ჯოხაძე, ნინო ჩხეიძე და სხვა ვარსკვლავები კონსტიტუციაში ახალ ჰიტს ჩაწერენ
ავტორი: ვავა ბაბაია

„ამ ახალ ჰიტში ჩვენ - ქართული ესტრადის ვარსკვლავები მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მეტი ყურადღება და ფინანსები დაუთმონ ხელოვნებას. იცით, რა დღეშიც ჩცვივდნენ მამა-შვილი ყიფშიძეები? დილით ყავაზე მისაყოლებელ კრუასანებსაც ვერ ყიდულობენ კვირაში შვიდჯერ-ზე მეტად! თუ მათ გვერდში არ დავუდექით, შეიძლება ხვალ ჩვენც იგივე დაგვემართოს"-აცხადებენ ისინი


მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ახალი (რაღაც) ჩაიწერა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კურსი არის ევროპული კურსი და ჩვენი ქვეყანა ამ კურსს არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს.  ეს საქართველოს კონსტიტუციაში ე.წ. „ლიბერალურად“ განწყობილმა ძალებმა ჩაწერეს. ამის საპასუხოდ, „ტრადიციულებმა“ განაცხადეს, ჩვენც გვინდა კონსტიტუციაში რაღაცის ჩაწერაო და ჩაწერეს, რომ „ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა“

მოკლედ, ვისაც როგორ უნდა ერთობა და რასაც უნდა იმას წერს ამ საწყალ საქართველოს კონსტიტუციაში. ამის გამო, როგორც ჩვენი უნიჭო კორესპონდენტი გვატყობინებს, ქართული შოუ-ბიზსნეის ვარსკვლავები აღშფოთებულან და განუცხადებიათ - ჩვენ ვისზე ნაკლებები ვართ? თუკი ყველა რაღაცას წერს ამ საქართველოს კონსტიტუციაში, მოდი, მაშინ ჩვენც ჩავწერთ რამესო!

კერძოდ, რა შეიძლება ესტრადის მომღერლებმა კონსტიტუციაში ჩაწერონ? რა და ის, რასაც ისინი ზოგადად წერენ ხოლმე ხმის ჩამწერ სტუდიებში! დიახ! როგორც დავადგინეთ, სულ მალე საქართველოს კონსტიტუციაში ქართველი ესტრადის ვარსკვლავების შესრულებით ახალი ჰიტი ჩაიწერება.

ამ თემაზე ჩვენი უნიჭო კორესპონდენტი ორ უნიჭ...იერეს ვარსკვლავს, ანრი ჯოხაძესა და ნინო ჩხეიძეს გაესაუბრა. როგორც გავიგეთ, ამ იდეის ინიციატორებიც სწორედ ისინი ყოფილან.

„ამ ახალ ჰიტში ჩვენ - ქართული ესტრადის ვარსკვლავები მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მეტი ყურადღება და ფინანსები დაუთმონ ხელოვნებას. იცით, რა დღეშიც ჩცვივდნენ მამა-შვილი ყიფშიძეები? დილით ყავაზე მისაყოლებელ კრუასანებსაც ვერ ყიდულობენ კვირაში შვიდჯერ-ზე მეტად! თუ მათ გვერდში არ დავუდექით, შეიძლება ხვალ ჩვენც იგივე დაგვემართოს"-აცხადებენ ისინი.

ანრის და ნინოს ვთხოვეთ ჩამოეთვალა ქართული ესტრადის ის ვარსკვლავები, რომლებიც კონსტიტუციაში ჰიტს ჩაწერდნენ, თუმცა გვიპასუხეს, რომ სჯობს ინტრიგა დავტოვოთო და ჩიღიმეს. ამის შემდეგ დამშვიდობება დავაპირე, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ, რომ მართლა წასვლას ვაპირებდით, მაშინვე თქვეს "კაი, კაი მოიცა, სამ ყველაზე ცნობილ ქართული ესტრადის ვარსკვლავს ჩამოგითვლით, რომლებც ამ ახალი ჰიტის ჩაწერას აპირებენ კონსტიტუციაში და მეტი აღარაფერი მკითხოთ. ესენი არიან - სტიოპა მღებრიშვილი, სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი"
აღარაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, მეც ადამიანი ვარ. შეიძლება ერთი შეხედვით ადვილი ჩანს, მაგრამ ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ურთიერთობა ძალიან ძნელია. ახლა უკვე მადლობა ვუთხარი, ავდექი და კარისკენ წავედი.
 




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა