ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

მხიარული აზრები
მაი. 03, 2017
1194
A+/A-
გუგული მაღრაძე:- თავმოყვარე პატრიოტი სამშობლოს 10 ათას ლარზე ნაკლებად არ ემსახურება
ავტორი:

საყოველთაოდ ცნობილია უდიდესი ბრძენისა და ჭეშმარიტი პატრიოტის, მუდამ პარლამენტარ გუგული მაღრაძის მამულიშვილური საკანონმდებლო ინიციატივები. ეს ტრადიცია ქალბატონ გუგულის ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან დაქალობის პერიოდიდან მოსდევს და „ნაცების“ პარლამენტში ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ იგი ასევე ნაყოფიერად გადაბარგდა უკვე მეორედ „ოცნების“ პარლამენტში.

აკი, შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს მის ესოდენ მამულიშვილურ ინიციატივას კინოფილმებში სიგარეტის მწეველთა ტუჩებზე ყვავილების „გადადების“ შესახებ!

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ გუგული მაღრაძე ყოველი ამას მამულისათვის სრულიად უანგაროდ აკეთებს. დიახ! აბა, რა სახსენებელია ის რაღაც რამდენიმე ათასიოდე ლარი, რასაც ქალბატონი გუგული ასეთი მამულიშვილური შემართების სანაცვლოდ ხელფასისა და დანამატის სახით იღებს.

აკი, განაცხადა კიდეც დიდმა მამულიშვილმა გუგულიმ - „თავმოყვარე ადამიანი 3 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასზე სამსახურში არ გაჩერდებაო!“ და იქვე, რამდენიმე წუთის შემდეგ დასძინა - „მე ჩემს სამშობლოს სრულიად უანგაროდ ვემსახურებიო!“

არა უშავს, ეპატიება დიდ მამულიშვილს, თუკი არ იცის რას ნიშნავს სიტყვა „უანგარო“

დანამდვილებით არც ჩვენ ვიცით რამდენი აქვს შემოსავალი პატრიოტ გუგულის, მაგრამ 3 ათსზე ნაკლები რომ არ აქვს ფაქტია. ჰოდა, სადაც 3 ათასად ასეთ ამბებს ატრიალებს, მაგას რომ 10 ათასი მისცენ თვეში, წარმოგიდგენიათ რას იზამს?

თანაც, რაც მთავარია, სრულიად უანგაროდ! 




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა