ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

აქტუალური ვიდეო

აპრ. 27, 2017
5347
A+/A-
ავთო ხურციძე:- „ინგლისელები უზრდელები ყოფილან! ქართული დროშები დახიეს, ქართველები შეურაცხყვეს“
ავტორი:

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანდა და ისმოდა როგორ აყენებდა ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსი შეურაცხყოფას ქართველ მოკრივე ავთო ხურციძეს. „წაეთრიე საქართველოში ნაბოზარო ქართველო!“ - ყვიროდა სანდერსი. ამან ბევრი ქართველის ბუნებრივი გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც იმის მტკიცება დაიწყო, რომ ევროპელი მოკრივესგან ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა გვეწყონოს, რადგან კრივში ასეთი საქციელები ჩვეულებრივი ამბავი და შოუს ნაწილია.


„ასეთი რამე რომ რუსეთში მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა“ - ხსენებულ ვიდეოზე ამ მინაწერმა ბევრის ირონია გამოიწვია და დაგვიწყო იმის „ახსნა“, რომ ჩვენ პროფესიონალური კრივის სპეციფიკაში ვერ ვერკვევით, თორემ პროფესიონალს და მცოდნეს ინგლისელის ასეთი ფრაზა არ ეწყინებოდა.

გასაგებია, რომ პროფესიონალურ რინგზე პრესკონფერენციებძე შეხლა-შემოხლა შოუს ნაწილია, მაგრამ ეროვნებას, კანის ფერს, რელიგიას და მსგავსებს არავინ უნდა შეეხოს! ასეთი იყო ჩვენი საიტის პოზიცია.

ჩვენი სიმართლე დაადასტურა თავად ავთო ხურციძის მიერ პირად „ფეისბუქ“-კედელზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ამბობს, რომ იგი არ ელოდა ინგლისელებისგან ასეთ საქციელს და რომ ინგლისელები ძალიან უზრდელები და უკულტუროები აღმოჩნდნენ. ირკვევა, რომ ინგლისელებმა დარბაზში მოსულ ქართველ გულშემატკივრებს საქართველოს დროშები წაართვეს და დახიეს.

„ძალიან გულდაწყვეტილი და ნაწყენი ვარ მათი ასეთი საქციელების გამო. მაგრამ არა უშავს, დავაგდებ სადმე რინგის კუთხეში სანდერსს და მივაძახებ, არ ადგე თორემ უარესს გიზამ!“ - აცხადებს ხურციძე და ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს მივიდნენ დარბაზში და მას მხარი დაუჭირონ.

არა გვგონია, თავად მსოფლიო ჩემპიონზე მეტად ერკვეოდეს „კრვის სპეციფიკაში“ ის ხალხი, ვინც ჩვენ ირონიით გველაპარაკებოდა და გვიმტკიცებდა, რომ ერის შეურაცხყოფა, თურმე „ჩვეულებრივი ამბავია“ კრივის სამყაროში და არ უნდა გვეწყინოს! ასე რომ, ასეთმა "პროფესორებმა", ჯობს მატრაკვეცობას თავი დაანებონ.

სხვათა შორის, რუსეთის შესახებ ხსენებული მინაწერის გამო, ზოგიერთმა გონებაშეზღუდულმა, ჩვენი საიტი „რუსეთის მოყვარულად“ მოიხსენია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გონებაჩლუნგებთან კამათი და ამას არც ვაპირებთ! უბრალოდ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს პოზიციას - ქართველის შეურაცხყოფა ქართველს რუსეთშიც უნდა ეწყინოს, ინგლისშიც, ამერიკაშიც, თურქეთშიც და კოსმოსშიც! ჩაიხედეთ „სარკეში“ თქვე მართლა საცოდავებო, ქართველის შეურაცხყოფა მხოლოდ რუსისგან რომ „აღგაშფოთებთ“ ხოლმე და სხვა ნებისმიერმა თავზე რომ დაგასაქმოთ, ცდილობთ ყველანაირად ახსნათ და „გააპრავოთ“ ეს!

შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სანდერსსა და ავთო ხურციძეს შორის მსოფლიო ჩემპიონის ქამარის შესანარჩუნებლად, ორთაბრძოლა ლონდონში, ივლისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.




miro
05/02 14:02
bili jos ingliseli dedac da misi apekunebisac gaumarjos avtos magari kacia
MANANA
04/27 17:09
es adamiani pirveli ar aris, vinc ingliselebze aset raimes ambobs. ingliselebis uzrdeloba da uxeshoba saqveqnod aris cnobili.
baxva
04/27 05:00
martali xart da sxva ra komentari unda gaaketos adamianma.pasuxs avto gascems ringze saqartvelos saxelit.
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა