ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

მხიარული აზრები
აპრ. 20, 2017
2166
A+/A-
გიორგი კანდელაკი:- დადგეს იქ ოთო კახიძე, შემაგინოს და ვესვრი!
ავტორი:

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს (NASA) ცნობით, დღეს დედამიწას ძალიან ახლო მანძილზე ჩაუქროლა გიგანტურმა... საფერფლემ. დედამიწელები მხოლოდ იმ ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა, რომ საფერფლე დედამიწას არ დაეცა, რადგან თავში მოხვდა საქართველოს პარლამენტის წევრს, მანიაკი ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს და ვითომ ადვოკატ ოთო კახიძეს.

ექსპერტები ვერ იჯერებენ, რომ ადამიანს თავს შეუძლია ამხელა კატასტროფა ააცილოს დედამიწას. „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი „ევროპული საქართველო“ ამაყობს იმით, რომ ეს გიგანტური საფერფლე, სინამდვილეში მათივე წევრმა გიორგი კანდელაკმა ესროლა ოთო კახიძეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოთო კახიძე ყოფილ „ნაც-ზონდერს“ და ამჟამად „ოცნების“ სიით პარლამენტის დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს ეჩხუბებოდა - „რატომ გადაიპარე ნაცებიდან ქოცებშიო?!“ . კანდელაკი გამოსარჩლებია ზარდიაშვილს და კახიძისთვის გიგანტური საფერფლე უსვრია.

NASA-ს სპეციალური კომისია აპირებს ჩაატაროს ექსპერიმენტი, სადაც გიორგი კანდელაკი გაიმეორებს გიგანტური საფერფლის ტყორცნას, რათა ყველა დაარწმუნოს, რომ ეს საფერფლე არ არის კოსმოსური წარმოშობის და იგი სწორედ მან გაისროლა.

თუმცა, თავად კანდელაკი უარზეა და აცხადებს და რომ მას გიგანტური საფერფლის სროლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა აგინებენ. ამაზე ექსპერტებმა მიუგეს - „მერე ეგ რა პრობლემაა, ისედაც მთელი საქართველოს არ გაგინებსო?“

თუმცა კანდელაკს აჩემებული აქვს, რომ ის მხოლოდ ოთო კახიძის შეგინებულზე ისვრის საფერფლეებს. „დადგეს იქ ოთო კახიძე, შემაგინოს და ვესვრიო!“ - აცხადებს კანდელაკი.

ახლა ექსპერტები ცდილობენ ოთო კახიძის დათანხმებას, მაგრამ ოთო კახიძე თავზე სიმწრით იდებს სველ ტილოებს და პასუხობს - თქვენ შეაგინეთ თუ კაიაო!




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა