ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

SCREEN-SHOW
აპრ. 13, 2017
2931
A+/A-
ბექა რამიშვილი:- დიდგორის ომში რუსებად გადაცმულ თურქებზე და უძველეს საბჭოთა მენტალობაზე
ავტორი:

ცნობილი „პარტიზანი მებაღისა“ და 2012 წლამდე „იმ საქმის“ მკეთებელი ნატა ფერაძის ნათქვამმა - „ქართველებმა დიდგორის ბრძოლა წავაგეთო“ - დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელებში. რატომ, რა მიზეზით და ვის გამო „წავაგეთ“ ქართველებმა დიდგორი, ამის ვერსიები სოციალური ქსელების გახალისებულ მომხმარებლებს ბევრი აქვთ.

ერთ-ერთი ვერსია „ფეისბუქ“-მომხმარებელმა ბექა რამიშვილმაც წარმოადგინა. მისი პოსტის მიხედვით, დიდგორში ქართველებს არა „მოძმე და მეგობარი თურქები“, არამედ სელჩუკთა ფორმებში გადაცმული რუსები ებრძოდნენ, ხოლო  „სასტიკი დამარცხების“ მიზეზი ქართველებში ჯერ კიდევ ღრმად გამჯდარი და ვერდაძლეული „საბჭოთა მენტალიტეტი“ იყო.

ამ ირონიული „ფესიბუქ-პოსტით“ ავტორი დასცინის „ლიბერალთა“ იმ წარმოამადგენლებს, რომლებიც ზოგადად ყველაფერს სწორედ „საბჭოთა მენტალიტეტს“ აბრალებენ. აქვე ბექა რამიშვილი ნათია ფანჯიკიძის ცნობილ განცხადებასაც ეხმაურება და „ამტკიცებს“, რომ დიდგორზე „დამარცხების“ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ყოველმა მეორე ქართველმა მებრძოლმა კარგად იცოდა რუსული ენა! რუსულის არმცოდნე ქართველები აცულებლად მოუგებდნენ თურქებად გადაცმულ რუსებსო - “ამტკიცებს” ავტორი

ბექა რამიშვილის ამ პოსტმა „ფეისბუქ“-მომხმარებლები ძალიან გაახალისა.




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა