ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

გიზო ნიშნიანიძე
აპრ. 04, 2017
1546
A+/A-
გიზო ნიშნიანიძე - „უკუდისქიცინოდ“-1
ავტორი:

„ვიცინოთ, ვიცინოთ - ოღონდ უკუდისქიცინოდ!“ - ასეთი ფრაზით მთავრდება გიზო ნიშნიანიძის ერთ-ერთი ლექსი-კალამბური. ჰოდა, ჩვენც, ამ საერთო სათაურით, ბატონი გიზოს გარითმულ ხუმრობა-შეგონებებს შემოგთავაზებთ.


....

ტელე-შოუ-დიალოგი... ყაყან-ყროყინს აგავს,

ლამისაა შევიშალოთ - თავს გვაყრიან ნაგავს.

ლამის ლომის ხახაში ვართ,

ლამის მეც ვიყვირო:-

თოქ-შოუში ვხედავ ვირს და ვყვირი - თოქში! ვირო!

....

ვერ მივმხვდარვარ რაღა არის ქვეყანაზე სასწაული?

სწავლით ვინაც თავს იკლავდა ძლივსღა უდგას პირში სული...

....

თვალ-ხელ-შუა მოწამეა აქ მიწა და იქ ცა,

ფულს ხელის ჭუჭყს ვეძახდით და

სულის ჭუჭყად იქცა!

....

უძაღლო ქვეყნის ძაღლობის გამო,

კატის კნუტიც კი ძაღლობას ლამობს...

....

იყიდება საქართველო დაია!

და ქარს მიაქვს ნამუსის დარაია -

მზე, მთვარე და მიწა - ვის რას უკეთებს?

რას ვყიდულობთ, ან რას ვყიდით უკეთესს?

....

ამ პოტენციით გაუმარჯოს იმ პოტენციას,

რა პოტენციით დავამარცხებთ იმპოტენციას.




მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა