ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

აქტუალური ვიდეო

მარ. 28, 2017
26841
A+/A-
ევროპაში უვიზოდ გაფრენის მსურველი პირველი ქართველი ქალბატონი ტრაპიდან ჩამოათრიეს
ავტორი:

ჩვენ მოვიპოვეთ ექსკლუზიური ვიდეო კადრები იმ საჰაერო რეისიდან, რომელიც ერთ-ერთი პირველი მიფირნავდა საქართველოდან ევროპისკენ, მას შემდეგ, რაც ევროპამ ჩვენს ქვეყანასთან ვიზების ლიბერალიზაცია გამოაცხადა.

როგორც კადრში ჩანს, ქალბატონს, რომელსაც მძიმე ჩანთები მიაქვს ცათმფრენზე, ვიღაც მუტრუკი მამაკაცი პირდაპირ ტრაპიდან ჩამოხსნის. რით იყო განპირობებული ქართველი ქალბატონის საჰაერო რეისზე არაშვება და ევროპაში უვიზოდ შესვლისთვის აუცილებელი კერძოდ რომელი პირობა დაარღვია მან, ეს ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება.

სავარაუდოდ, ის ტრაპიდან გეოგრაფიის არცოდნის გამო ჩამოყვანეს, რადგან მან კითხვაზე - ევროპის კერძოდ რომელ ქალაქში მიბრძანდებითო? გაუაზრებლად უპასუხა - ბაღდადში მივდივარო!

ქალაქი ბაღდადი კი, მოგეხენებათ, ჯვაროსნული ომების შემდეგ ევროპელებს თვალითაც აღარ უნახავთ. იმედია ეს იქნება პირველი და უკანასკნელი მსგავსი ინციდენტი და მომავალში ქართველები ევროპის წინაშე მსგავს მიუტევებელ შეცდომებს აღარ დაუშვებენ.




მე
03/31 12:14
რა გჭირთ ხალხო ხუმრობაა ეს ხუმრობა ბაღდათში წავალ ვაშლს გავყიდი იქაურ ხურმას ვიყიდი-ო და ა.შ.
natia
03/31 05:46
კი მაგრამ ბილეთშ არ ეწერა სად მიდიოდა? უბილეთოდ აუშვეს თვითმფრინავში?? მე რომ ვთქვა ამსტერდამში მივდივარ და ბილეთშ ბერლინი წერია უნდა ჩამომსვან?სადაა ლოგიკა??
ეთერი
03/30 21:41
ქში,ქში.აფრენას გვაჩვენებენ ევროპელები ჩვენ,დავაცადოთ მაგათ
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა