ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბლეფ-ნიუსი
თებ. 22, 2017
99186
A+/A-
ჯეჯელავა:- გალაკტიონი არაკომპეტენტური იყო, მან ზუსტად იცოდა რომ მთვარე მთაწმინდისაა?
ავტორი: ვავა გადირია

მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე“. ეს საკთხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია.


საქართველოს განათლების ყველაზე ნოვატორი და გენიოსი მინისტრი მესამე ვიცე-პრემიერად დააწინაურეს და ბუნებრივია, შეიფერა კიდეც. კერძოდ, ვიცე-პერემიერს აღარ შეეფერება დაბალი დონის ზღაპრებზე ლაპარაკი და დროა, უკვე კლასიკაზე გადავიდეს.

როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცე- პრემიერმა არც აცია არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ სასწრაფოდ არის ასაკრძალი.

ჯეჯელავას არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ნოვატორულია და მათი წაკითხვისა თუ მოსმენის შემდეგ, ყველანი დარწმუნდებით, რომ ასეთი განსხვავებული თვალით და ხედვით ამ ლექსისთვის და გალაკტიონის შემოქმედებისთვის ჯერ არავის შეუხედავს.

ჩვენი ჯეჯელავაზე უფრო ტუტუცი კორესპონდენტი კომბლეს ფორმაში გადაცმული ესწრებოდა იმ ბანკეტს, სადაც „გაწონასწორებულმა“ და მისმა „კამანდამ“ ჯეჯეს გავიცეპრემიერება აღნიშნეს. ჯეჯემ თანაგუნდელებს წაუკითხა მისი ნოვატორული ხედვა „მთაწმინდის მთვარის შესახებ“ და როდესაც საქეიფო დარბაზი ტაშმა და ოვაციებმა შეაზანზარა, გალეწილ მთვრალს ფურცელი მაგიდის ქვეშ დაუვარდა. ჩვენი ჯეჯეზე უფრო ტუტუცი კორესპონდენტი ეცა ამ ფურცელს და იმ წამს რედაქციისკენ მოკურცხლა. გთავაზობთ ჯეჯელავას ნოვატორულ განსჯას გალაკტიონის

„მთაწმინდის მთვარის“ შესახებ უცვლელად:-

„დავიწყოთ იმით, რომ ეს მთვარე ნამდვილად მთაწმინდის იყო? ეს ხომ სიბნელეა! არ შეიძლება მთვარე ეკუთვნოდეს რომელიმე ადგილმდებარეობას. მთვარე როდესაც ამოდის, იგი ჩანს ერთნაირად დედამიწის მთელი ერთი ნახევარსფეროდან და ამიტომ არ შეიძლება ის მხოლოდ მთაწმინდის იყოს! სიმართლე გითხართ, მეც არ შემიხედია ჯერ მთვარისთვის ამ თვალით, მაგრამ გუშინ დავგუგლე და ეს რომ წავიკითხე გუგლიში, უკვე სულ სხვა თვალით დავუწყე მთვარეს მზერა. როგორც ჩანს, გალაკტიონს არ ჰქონდა გუგლი. ამიტომ მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე“. ეს საკთხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია. მოგეხსენებათ ეს ცრუ ლექსი იწყება ასე - „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“. ნუთუ ეს არ არის ძალიან არაკვალიფიციური განცხადება? რა იცის ვინმე პოეტმა გალაკტიონმა როდესმე მთვარე იყო თუ არა ასე წყნარი? იქნებ იყო? მე მაგალითად დავგუგლე და დავადგინე, რომ გაცილებით წყნარი მთვარე იყო 1456 წლის 24 მაისს! საიდან და როგორ მიმტკიცებს გალაკტიონი, რომ სწორედ მაშინ იყო ყველაზე წყნარი მთვარე, როდესაც მან ეს ლექსი დაწერა? აი რა არის, ჩემო კარგებო არაკომპეტენტურობა! ზოგადად, ამ ქვეყანას ეგ ღუპავს, რომ ყველა იმ საქმეს არ აკეთებს რაშიც კომპეტენტურია. გალაკტიონი რომ ყოფილიყო ასტრონომი, ხომ ეცოდინებოდა, რომ ამაზე უფრო წყნარი მთვარე ადრე არაერთხელ ყოფილა და აღარ მოატყუებდა მომავალ თაობებს, თითქოს ყველაზე წყნარი მთვარე მან ნახა?! მე მიმაჩნია, რომ ეს სტრიქონი უნდა გადაკეთდეს ასე - „მე პირადად, ჯერ არ მინახავს ამაზე წყნარი მთვარე“. მომავალში კი, მსგავსი შეცდომები რომ არ დაგვემართოს, ვიდრე მთვარეზე ლექსს დავწერთ, ჯერ უნდა გავიაროთ ასტორნომიის კურსები, ერთხელ მაინც უნდა გავფრინდეთ კოსმოსში და შევისწავლოთ რანაირია მთვარე. ან დავგუგლოთ მაინც. გადასარევი იქნება თუკი მთვარეზე მოჯმასაც მოვახერხებთ, მაგრამ ამის შესახებ უკვე მომდევნო ლექციაზე გესაუბრებით“

ასე მთავრდება აწ უკვე ვიცეპრემიერ ჯეჯელავას პირველი ლექცია მთვარეზე და გალაკტიონზე. მეორე ლექცია, როგორც ამ ნაწერიდან გავიგეთ, მოჯმის შესახებ უნდა ჩაატაროს და ნეტავ,როგორ მოემზადა იგი ამისთვის? კარგად გაქექა და შეისწავლა? აჰ, თუმცა, ის ხომ უკვე დიდი ხანია მძღნერის ჭამის ცნობილი სპეციალისტია და სავარაუდოდ, არც ამის შესახებ ლექციის წაკითხვა უნდა გაუჭირდეს. 




ნურია კოლხიდელი
03/30 05:26
თამთა გიგაურს სად დაინახეთ და რაში დაინახეთ ჯეჯელავას ჭკუა?
ასმათი
03/06 11:51
ბატონო ალექწანდრე, თქვენივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ყველამ უნდა ისაუბროს იმაზე, რაშიც კომპეტენტურია, მაშინ თქვენც უნდა ისაუბროთ და იმსჯელოთ იმაზე, რაშიც კომპეტენტური ხართ. რა თქვენი საქმეა ლიტერატურა?! თქვენ, როგორც ზუსტი მეცნიერების სპეციალისტი, ვერ გაიგებთ, რომ ლიტერატურაში ორჯერ ორი ყოველთვის არაა ოთხი, ამიტომ თქვენთვის არა მხოლოდ "მთაწმინდის მთვარე", მთელი ლიტერატურა ბუნდოვანებით მოსილი სამყაროა!!!!
achoacho-ს
02/27 07:36
achoacho ხარ თუ აჩუ-აჩუ, ყველაფერზე "ღადავი" შეიძლება. გაუნათლებლობის მინისტრო, ერთ იდეას მოგაწოდებთ, ხალხური ლექსია: "წინ შემეყარა პეპელა, წითლად უჩანდა მხარიო.." , სად გაგონილა პეპელას მხარი ჰქონდეს? მერე ეს ლექსი, ახლა ჯანსუღ ჩარკვიანმა მოიპარა და გადააკაეთა: "მხარი უჩანდა წითლადა.." , მიდი ჯეჯე-კომბლე, ეცი ან ფოლკლორს ან ჩარკვიანს, თუ გეშინია ჯანსუღასი?
ალექსანდრე-ს
02/26 12:36
და სენ ვინ ხარ? ჯეჯელავას დაქირავებული შტერი? ეს სტატია იმიტომ დაიწერა რიომ ეგ შენი ჯჰეჯელავა ლაპარაკობს რეალურად ამაზე უარეს არაადეკვატურ შტერობებს :) ოდნვან მაინც იაზროვნე შენ და მაგ შენმა რეგვენმა მინისტრმა. ნუ ილაპარაკებს აქ რაც წერია ამაზე უარესს რეგვნობებს ცხოვრებაშიო და აღრა დაცინებენ ასე მაგ რეგვენს :)
ალექსანდრე
02/25 17:06
ხალხო ამ საიტის დაქირავებული ხალხი ხართ თუ რა უბედურებაა? ვიღაც არაადეკვატურმა რაღაც სისულელე დაწერა ასე უნდა აყვეთ? ვინ ხართ თქვენ. ოდნავ იაზროვნეთ მაინც! ვაააახ რა ხალხია
vanski
02/25 14:26
გალაქტიონი იყო მეფე და შენ ხარ ჯეჯელავა ივანიშვილის მონა!
საცოდავი ჯეჯელავისტები
02/24 13:00
რა სასაცილოები არიან "ჯეჯელავისტები" :) "არ უთქვამს ეს ჯეჯელავაო" - იმტკიცებიან. დედითქვენის უკანლმა ამაზე ნაკლები შტერობები თქვა რა! ხვალ ესეც რომ თქვას, თქვენნაირი რეგვნები ამის "გაპრავებასაც" დაიწყებთ - "აი, როგორი ნოვატორიაო". ისე გიაძახით - "ეს ცილისწამებააო", გეგოინება ამაზე უარესი შტერიბები არ ეთქვას მაგ უწიგნურ რეგვენს :) მაგარი სასაცილოები ხართ :)
თამთა გიგაურს
02/24 12:58
ამის დამწერს შენი და ჯეჯელავას წონა ჭკუა ნასკში უდევს შე მართლა უიმედო დებილო :) ადამიანს რომ რეგვნობების მოლაპარაკე შტერი "ჭკვიანი" ჰგონია, თან ისე, რომ საჯაროდ კომენტარის დატოვებასაც ბედავს, იმას ქათმის ტვინიც არ აქვს :) წადით და შენ და რეგვენმა ჯეჯელავამ "ნახევარქათამა" გააკრიტიკეთ. მთლიანი ქათმის ტვინამდე ვერც ერთი ვერ გაქაჩავთ :)
თამთა გიგაური
02/24 04:06
ამის დამწერს ჰქონდეს ნეტავ ჯეჯელავას ჭკუის მეოთხედი
Mariami
02/23 15:22
Vai she sacodao. Aseti sisulele pirvelad mesmis 14wlis va da es ro wavikitxe kinagam gavafrine chemi tolebi da chemze didebi da patarebic dzalian mecodeba am kacis xelshi netavi amas tvini qoniyo da me magis wona fuli kargi iqneboda erti panchuri unda am debils esec tu ganatlebis ministria ra ministri ki ara sufta goria me ro prezidentis adgilas vyopiliyavi amovkravdi trakshi wixls da gadavashenebdi am shter adamians aqedan vai bedkrulo saqartvelo ra gveshveleba am shterebis xelshi wkua mainc qoniyot kai iqneboda
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა