ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

გიზო ნიშნიანიძე
დეკ. 21, 2016
2820
A+/A-
გიზო ნიშნიანიძე - „ქუთაისურები“ 1
ავტორი:

ამონარიდები გიზო ნიშნიანიძის წიგნიდან „გაქცეული კალამი“. ამონარიდი 1 – „ქუთაისის ამბები“.

აქ მოთხრობილია რამდენიმე ნამდვილი ამბავი ქუთაისელი კოლორიტების ცხოვრებიდან.


ვახტანგ ბუკოვსკის მეგობარი ვინმე მურმანი სასადილოს გამგედ დანიშნეს. როდესაც ოფიციალური ბრძანება იწერებოდა, საჭირო გახდა განათლების მოწმობა. მეგობრებმა საქმე ჩააწყვეს და მურმანი სავაჭრო ტექნიკუმში „ექსტერნი“ გამოცდის ჩასაბარებლად გაიყვანეს.

სხვა საგნებში კიდევ რაღაც მოხერხდა და ქიმიას მაინც ვერაფერი მოუხერხეს.

- ჩამოგვითვალეთ მჟავები! - მკაცრად კითხა გამომცდელმა მურმანს

- ჯონჯოლი... ღანძილი... კიტრის მწნილი... კომბოსტო წითელი, კომბოსტო თეთრი - არ დაიბნა მურმანი...

...

ლოტბარ ბიძინა ღოღობერიძეს ბევრი ღვინის სმა შეეძლო. ყოველ საღამოს უგონოდ მთვრალი მიდიოდა სახლში. ცოლი ამის გამო მუდამ ეჩხუბებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ბიძინამ პირობა დადო რომ აღარ დალევდა და ასრულებდა კიდეც. ერთხელაც, ის მაინც მთვრალი დაბრუნდა სახლში და ვიდრე ცოლი საყვედურებს დაიწყებდა ხელში 10 მანეთიანი შეაჩეჩა სიტყვებით:-

- სუფრაზე ასე მითხრეს, რამდენ ჭიქასაც დალევ იმდენ მანეთს მოგცემთო და სხვა რა გზა მქონდა? ავდექი და დავლიე!

- შენ გაგისკდა მუცელი - გაბრაზდა ცოლი - სხვა დროს 20 და 30 ჭიქის დალევაც შეგიძლია ხოლმე და რაღა ახლა ვერ გაქაჩე 10 ჭიქაზე მეტიო?

...

პეტრე ჭაბუკიანს ქუჩაში ბანდიტები დახვდნენ.

- რა გნებავთ? - ზრდილობიანად კითხა პეტრემ.

- დროზე ფული ! - მკაცრად უპასუხეს ბანდიტებმა

პეტრემ აუჩქარებლად ჩაიყო ჯიბეში ხელი, მუჭით მზესუმზირა ამოიღო და ბანდიტებს გაუწოდა:

- აჰა, ბიძია თქვენ და თავი შეიქციეთ ვიდრე ვინმე ფულიანი გამეივლიდესო!

...

ვალიკო ჩიტიანი კომუნისტების დროს რაიონული საბჭოს დეპუტატად დაასახელეს. როგორი არჩევნებიც ტარდებოდა მაშინ ყველამ იცის და ვალიკოს „არჩევნებზე“ უამრავი ხალხი მოვიდა.

დეპუტატობის კანდიდატმა გადახედა დარბაზს და მიხვდა, რომ ამდენი ხალხი პოლიტიკური ინტერესით კი არა, დასაცინად და „საღადაოდ“ იყო მოსული.

გული მოუვიდა და დარბაზს გადასძახა:

- რა იყო, რას მომჩერებიხართ, როგორი ამომრჩეველიც თქვენ ხართ, ისეთი დეპუტატი ვიქნები მეცო!

...

ცნობილ ღვინისმსმელ კირილეს ერთ სუფრაზე ჰკითხეს:

- კირილე ბატონო, დღეს ღვინოს რატომ არ სვამთ?

- საღამოს კრებაზე სიტყვით ვარ გამოსასვლელი და მეშინია სიმართლე არ წამომცდესო - ალალად უპასუხა კირილემ

 

 




giorgi
03/07 02:45
გიზო ნიშნიანიძემ დაწერა სცენარი ქუთაისში იუმორის საერთაშორისო ფესტივალის ჩასატარებლად, სადაც აქცენტი გაბროვოელთა სიძუნწის მაგივრად ხელგაშლილობაზე, სტუმარმასპინძლობაზე და ქუთაისელთა არაჩვეულებრივ გენიალურ იუმორზეა. ქუთაისის მოსახლეობას, მერიას, ფირმებს, ორგანიზაციებს შეუძლიათ დააფინანსონ ეს ღონისძიება. დაინეტერესებულებმა დამიკავშირდით 597015968 გია ნიშნიანიძე, საჩუქრად მიიღებთ წიგნებს
გიორგი ნიშნიანიძე
03/07 02:41
გიზო ნიშნიანიძის პაემანი ვერაზე წაკიტხვის მსურველებმა დამიკავშირდით 597015968
ყვირილელი
12/27 06:55
უძახე შენ ქუთაისურები:))
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა